ინსულტის ამოცნობის 4 საშუალება

ზოგ შემთხვევაში ინსულტი უცებ არ კლავს. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია დროული დახმარების გაწევა. რასაც ახლა წაიკითხავ, მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევს.
ინსულტის გამოცნობის 4 საშუალება:
– სთხოვე ადამიანს გაიღიმოს (ის ვერ შეძლებს ამას).
– სთხოვე, მარტივი წინადადება თქვას. მაგალითად “დღეს კარგი ამინდია” (გამართულად ვერ იტყვის).
– სთხოვე

 ორივე ხელი ერთდროულად ასწიოს (ვერ შეძლებს ან მხოლოდ ნაწილობრივად აწევს).
– სთხოვე ენა გამოიტანოს (თუ კი ენა მოგრეხილია ან ამობრუნებული – ესეც ნიშნებია).

ამ 4 დავალებიდან თუნდაც ერთში თუ შეიქმნა პრობლემა – დარეკე სასწრაფოში და აღწერე სიმპტომები.
ერთმა კარდიოლოგმა თქვა, რომ თუკი ამ ინფორმაციას წაიკითხავს 10 ადამიანი მაინც, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ვიღაცის სიცოცხლე – და შეიძლება ჩვენიც – გადარჩენილი იქნება. ყოველდღე იმდენ “ნაგავს” ვუგზავნით ერთმანეთს, რომ ალბათ ღირს, რამე საჭირო და სასარგებლო გავაზიაროთ…

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply