მეცნიერთა ახალი აღმოჩენა თავის ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ

მეცნიერთა ახალი აღმოჩენა თავის ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ

მეცნიერებმა მიაკვლიეს პრეპარატს, რომელსაც შეუძლია შეზღუდოს გლიობლასტომის – თავის ტვინისა და საზოგადოდ, ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმის სიმსივნის გავრცელება. პროპენტოფილინი ძლიერ დარტყმას აყენებს TROY–ცილას, რითაც აფერხებს კიბოს განვითარება-გავრცელებას. პრეპარატი აგრეთვე ზრდის ქიმიოთერაპიული საშუალების – თემოზოლომიდისა და რადიოთერაპიის ეფექტურობას.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, პროპენტოფილინი ამცირებს სიმსივნურ უჯრედებთან TROY–ცილის ექსპრესიას, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ჯანსაღ ქსოვილებში ჩაზრდას და უფრო მგრძნობიარეს ხდის მათ მკურნალობისადმი. გლიობლასტომებს, ჩვეულებრივ, ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ, თუმცა, კიბოს ამ ფორმის დროს სიმსივნური უჯრედებისაგან სრულად განთავისუფლება ვერ ხერხდება.

სიმსივნე მეტად აგრესიულია და აქტიურად იზრდება მეზობელ ქსოვილებში. შესაბამისად, დამატებითი მკურნალობის გარეშე რეციდივი ძალიან სწრაფად ვითარდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავის ტვინის დაავადებების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიების მკურნალობაში ერთ-ერთ ძირითად პრობლემას ქმნის ჰემატოენცეფალური ბარიერი. ის იცავს ტვინს როგორც პათოგენური, ასევე სხვა ტიპის გარე კომპონენტების შეღწევადობისაგან. აქედან გამომდინარე, პრობლემა ექმნება სამკურნალო პრეპარატებსაც.
უამრავი მედიკამენტისგან განსხვავებით პროპენტოფილინი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ამასთან მინიმალური გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა.

წყარო:mkurnali.ge

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply