რა მოხდება, თუკი ამ წერტილს დააწვებით? შედეგით აღფრთოვანდებით!

ხშირად რა ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ირგვლივ მხოლოდ სტრესული სიტუაციაა!
პრობლემები სამსახურში, ახლობლების გასაჭირი, დროის უკმარისობა და სხვა… ნუ იჩქარებ, დაყარო ფარ-ხმალი და მიეცე თვითგვემას – გაიკეთე თვითმასაჟი! ეს ნამდვილად გიშველის.
უკვე არავისთვის არის საიდუმლო, რომ ამა თუ იმ წერტილზე დაწოლით შესაძლებელია სხვადასხვა უსიამოვნო შეგრძნების მოხსნა. სხეულზე სხვადასხვა წერტილზე ხელის დაჭერით შფოთვას, დაღლილობას და სტრესსაც კი მოიხსნი.

წერტილოვანი მასაჟი სტრესის მოსახსნელად

1. თუკი ძალიან გადაიღალე და ვერ ახერხებ მოდუნებას, დააჭირე ცერა თითები 10 წამის განმავლობაში თავის ქალის ძვლებს თვალების ქვეშ.

2. თუკი დაიღალე გამუდმებული შიშით, დაჯექი, მოდუნდი და დაიჭირე საჩვენებელი თითი ცხვირის ქვეშ. 20 წამში სიმშვიდის მოზღვავებას იგრძნობ.

3. მარცხენა ხელის ნეკა თითის მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით დაზელვით, ღელვა და შფოთვა უკვალოდ გაქრება. შეამოწმე!

4. კიდევ ერთი მეთოდი, მოიხსნა სტრესი – დააჭირე მარჯვენა ხელის ცერა თითი თავის ცენტრს.

5. სტრესის დროს კარგია, თუკი ყურის ზედა წერტილებს დაიზელ.

6. და აი, ეს საოცარი ნეი-გუანი – ადგილი მაჯაზე, ყველაზე ცნობილი წერტილი, რომელზე ზეწოლითაც მარტივად მოიხსნი უმიზეზო შინაგან შფოთვას და სტრესს!

გჯერა თუ არა, ამ მეთოდში საუკუნეებით გამოცდილი აღმოსავლური სიბრძნეა.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply