როგორ მოვაწყოთ საახალწლო ნაძვის ხე

ნაზი, მარტივი, ფერებზე ორიენტირებული, სათამაშოებით დახუნძლული – საახალწლო ნაძვის ხეს ყველა განსხვავებულად ამზადებს, თუმცა არსებობს ხრიკები, რომლებითაც ახალი წლის მთავარ ატრიბუტს განსაკუთრებულ ელეგანტურობას შესძენთ.

დაიწყეთ ნათურებით და ეცადეთ, ისინი თანაბრად გაანაწილოთ ხეზე. შემდეგ ლენტების დროა. შეგიძლიათ სამი სხვადასხვა ფერის ლენტი აირჩიოთ და თანაბრად შემოახვიოთ ხეს. ერთმანეთის გვერდიგვერდ დაკიდეთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის სათამაშოები და შეავსეთ ნაძვის ხე.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply