ცნობილი ადამიანების გამონათქვამები სიკვდილის წინ

• დედოფალმა მარია ანტუანეტამ ეშაფოტზე ასვლისას  ჯალათს დააბიჯა და მოიბოდიშა:  “მაპატიეთ, გეთაყვა, შემთხვევით მომივიდა”

• ოსკარ უაილდმა სიკვდილის წინ  თვალი მოავლო ოთახს, რომელშიც უგემოვნო შპალერი იყო გაკრული: “მომაკვდინებელი ფერებია! ჩვენ ორიდან ერთ-ერთმა უნდა დასტოვოს ოთახი!”

• იმპერატრიცა ელიზავეტამ ძალიან გააკვირვა მკურნალი ექიმები, როდესაც სიკვდილამდე 2 წუთით ადრე უეცრად წამოიმართა ბალიშებზე და მრისხანედ იკითხა: “როგორ, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ?”

• ამერიკელი დრამატურგი იუჯინ ო’ნილი: ” ასეც ვიცოდი! ოტელში დავიბადე და, ეშმაკმა დალახვროს, ოტელში ვკვდები”.

• ცნობილმა შპიონმა- მოცეკვავემ მატა ჰარიმ სნაიპერებს, რომლებსაც მიზანში ჰყავდათ ამოღებული, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა: ” მზად ვარ, ბიჭებო!”

• ინგლისელი მწერალი სომერსეტ მოემი: “სიკვდილი ძალიან მოსაწყენი და უხალისო ყოფილა. ჩემი რჩევაა, არასდროს დაკავდეთ ამ საქმიანობით”

• ამერიკელი დრამატურგი უილიამ საროიანი: ” სიკვდილი ყველა ადამიანი ხვედრია, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ ჩემთვის გამონაკლისს დაუშვებდნენ. და რა?”

• ფრანგმა მწერალმა ბალზაკმა სიკვდილის წინ გაიხსენა თავისი ერთ-ერთი პერსონაჟი – ექიმი ბიანშონი: ” აი, ის კი გადამარჩენდა…”

• რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი მკურნალობდა გერმანიის პატარა კურორტ ბადენვეილერში, სადაც სასიკვდილო დიაგნოზდასმულ პაციენტებს შამპანურით უმასპინძლდებოდნენ. როცა მკურნალმა ექიმმა მას შამპანური დაუსხა, ჩეხოვმა თქვა: «Ich sterbe» (ვკვდები) და შემდეგ რუსულად დააყოლა: «Давно я не пил шампанского» – დიდი ხანია, შამპანური არ დამილევია.

• ცნობილი ინგლისელი ქირურგი ჯოზეფ გრინი ექიმების ჩვეულებისამებრ, პულს ისინჯავდა. “გაჩერდა” – თქვა ბოლოს.

• ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი ლიტონ სტრეიჩი: “თუ ესაა სიკვდილი, სულაც არ ვარ მისით აღფრთოვანებული”.

• ცნობილი ფრანგი გასტორნომის დამ, პოლეტ ბრილატ-სავარინმა, მესამე კერძის შემდეგ თქვა: “სწრაფად მომართვით კომპოტი, ვკვდები”.

• რუსი მწერალი-სატირიკოსი სალტიკოვ-შედრინი სიკვდილს შეეგება კითხვით: “«Это ты, дура?»

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply