ალბინოსები

c931f97b7097

ალბინიზმი – ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ნორმალური პიგმენტების უქონლობაა. ცხოველისა და ადამიანისთვის ეს არის კანის თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის, მცენარისათვის კი (მთლიანად ან მისი რომელიმე ნაწილისათვის) მწვანე შეფერილობის უქონლობა.

ალბინიზმი მემკვიდეობითი ნიშან – თვისებაა. გადადის გენით, რომელიც ჰომოზიგოტურ მდგომარეობაში ხელს უშლის პიგმენტის (მცენარეებში – ქლოროფილის, ცხოველებში – მელანინის) სინთეზს. სრული ალბინიზმის შემთხვევაში მცენარეს ფოტოსინთეზის უნარი არა აქვს და იღუპება. ნაწილობრივი ალბინიზმი, რომელსაც იწვევს ალბინიზმის გენის არსებობა ფოთლის უჯრედთა ერთ ნაწილში, ჭრელფოთლიანობით გამოიხატება. მცენარეებში გვხვდება ალბინიზმის სხვა ფორმაც, რომელიც გენების ცვლილებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ შეპირობებულია ქლოროპლასტების მემკვიდრეობითი ცვლილებებით. გამოანგარიშებულია, რომ ალბინიზმის გენს ატარებს ყოველი 70 ადამიანიდან ერთი.

ალბინიზმით დაავადებულ ადამიანებს აქვთ თეთრი კანი (ეს განსაკუთრებით თვალში საცემია არაევროპეიდული რასის წარმომადგენლებში), თეთრი (ან ქერა) თმა და წითელი თვალები.
ალბინიზმი სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. განასხვავებენ ნაწილობრივი ალბინიზმის რამდენიმე სახეს:

კანის ალბინიზმი – კანის ზოგიერთ უბანში პიგმენტის თანდაყოლილი უქონლობა, რასაც ამ ადგილებში თმების სითეთრე სდევს თან;
თვალის ალბინიზმი – კანისა და თმის ფერი ჩვეულებრივია, თვალის ფერად გარსში კი პიგმენტები არ არის.
ალბინიზმის მკურნალობა უშედეგოა. მელანინის ნაკლებობის აღდგენა და მხედველობის დარღვევების ნორმალიზება შეუძლებელია. ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, ერიდოს მზეს, ხოლო მზეზე გასვლისას გამოიყენოს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი ფილტრი, მუქი სათვალე ან ლინზები (ჩვეულებრივ, ამ ფუნქციას მელანინი ასრულებს). სიელმის შემთხვევაში თვალის მამოძრავებელი კუნთის კორექციის მიზნით ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. ბადურა გარსსა და თვალის ნერვში არსებული პათოლოგიის აღმოფხვრა არ ხერხდება.

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply