ამ გორილას აქვს ერთი საკმაოდ უცნაური თვისება…

ამ გორილას აქვს ერთი საკმაოდ უცნაური თვისება... (+ვიდეო)
გორილა ამბაბი, რომელიც ინგლისის საგრაფო კენტის ერთ-ერთ ზოოპარკში ცხოვრობს, დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მცხოვრებლებში და ახლა უკვე ინტერნეტ სივრცეშიც. ის 25 წლისაა და 220 კგ-ს იწონის, ცხოველი ორ ფეხზე დადის ისე, როგორც ადამიანი.მომვლელების თქმით, ეს უნარი ამბაბს გენეტიკურად გამოჰყვა. გორილას მამაც ადამიანივით დადიოდა.

ამბაბს ჰყავს და ტამბა და ნახევარ და, რომლებიც ზოგჯერ ადამიანის მანერებს ავლენენ.
საოცარი არაფერია, რადგან ყველა გორილას შეუძლია ორ ფეხზე სიარული, თუმცა, ზოოპარკის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მათ არასოდეს უნახავთ სხვა გორილებში მსგავსი მანერა და სიარული, რომელსაც ადამიანს ასე მიამსგავსებდნენ.

 ინფ. მოძიებულია zooclub.ge

Leave a Reply