ვინ-ჩუნ კუნგ-ფუ

wing chun 2
,,ვინ-ჩუნ კუნგ-ფუ’’ არის ჩინური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც წარმოიშვა ჩინეთში დაახლოებით 300 წლის წინათ. მეცნიერთა და მკლევართა თანახმად ვინ-ჩუნი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და პრაქტიკულ სახეობად მიიჩნევა. მისი პრინციპი შემდეგში მდგომარეობს:ძლიერი მაშინ ხარ, როცა შენზე ძლიერს დაამარცხებ. ლეგენდის თანახმად ვინ-ჩუნის გამომგონებლად ითვლება მონაზონი ქალი სახელად ლუკ-მუი. გველისა და წეროს ბრძოლაზე დაკვირვებით მან შექმნა უნიკალური საბრძოლო სახეობა, რომელიც ქალის სუსტი სხეულის შესაძლებლობებს შეუსადაგა. გარკვეული დროის შემდეგ ლუკ-მუიმ არსებული ცოდნა გადასცა ახალგაზრდა გოგონას ვინ-ჩუნს (მუდმივი გაზფხული) საინტერესოა ამ გოგონას ისტორია, რომელიც მართლაც ლამაზ ზღაპარს მოგვაგონებს. მას ათხოვებდნენ სახელგანთქმულ ჩინელ მეომარზე, რომელიც არ უყვარდა, ამის გამო პირობა დადო მომავალ საქმროსთან: თუ ის ბრძოლაში დაამარცხებდა მაშინ გახდებოდა მისი ცოლი, თუმცა მოხდა სასწაული, სუსტი სქესის წარმომადგენელმა სახალხოდ სასტიკად დაამარცხა სახელოვანი მებრძოლი, რის შემდეგაც ცოლად გაჰყვა მას ვინც უყვარდა. მისი მეუღლე იყო პირველი, ვისაც ასწავლა საბრძოლო ხელოვნების ეს სახეობა, ხოლო სიკვდილის შემდეგ, ქმარმა მის საპატივცემულოდ ბრძოლის ამ სახეობას ვინ-ჩუნი უწოდა.
ვინ-ჩუნს განვითარების ეტაპზე დაემატა ცივი იარაღით ბრძოლის ხერხები, ეს არის გრძელი ხის ჯოხი და შეწყვილებული დანები, რომლებსაც “პეპლებს” უწოდებენ. საბრძოლო ხელოვნების ოსტატები იყვნენ: მო-იატი, ლიანგ-ბიკი და იპ-მენი. ამ უკანასკნელს დიდი წვლილი მიუძღვის ვინ-ჩუნის გავრცელებაში, არამარტო ჩინეთში არამედ ევროპასა და ამერიკაში. იპ- მენი ამბობდა: ვინ-ჩუნს ბევრი ვარჯიშობს, მაგრამ ნამდვილი ვინ-ჩუნისტი მხოლოდ მცირედი თუ იქნებაო. მის მოსწავლედ ითვლება გამოჩენილი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ბრუს ლი.
ვინ-ჩუნი ვითარდება დღესაც და ვითარდება მთელ მსოფლიოში. სახელგანთქმული ოსტატები არიან ავგუსტინო ფონგი და ლიანგ-ტინი. ეს უკანასკნელი ჰონგ-კონგში ცხოვრობს, ხოლო მისი ორგანიზაცია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მდებარეობს, დიდად გავრცელებულია ევროპაში, მოკლედ რომ ვთქვთ აქ ვინ-ჩუნის ბუმია. ორგანიზაციის ცენტრი კი გემრანიაშია, რომელსაც ხელმძღვანელობს სი-ჯო ქენჩ-ფეში.
საქართველოში ვინ-ჩუნის განვითარება სათავეს იღებს 1994 წლიდან ქ. ბათუმში. საბრძოლო ხელოვნების სათვეებთან იდგნენ და დღესაც აგრძელებენ მოღვაწეობას ვინ-ჩუნის ქართველი ოსტატები: ირაკლი მამალაძე – აჭარის ვინ-ჩუნ კუნ-ფუს ფედერაციის პრეზიდენტი, ამირან კახაძე-ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი და მომავალი თაობის ახალგაზრდა ოსტატი_მინდია ევგენიძე. 1997 წლიდან საქართველოს ვინ-ჩუნის ფედერაცია არის ვინ-ჩუნის ევროპული ოჯახის წევრი. სიფუ (მასწავლებელი) ჯუზეპე ჩელესტინოს ხელმძღვანელობით აქ ტარდება გამოცდები სხვადასხვა ასაკის სტუდენტებს შორის.

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply