მსოფლიოს საოცარი ბიბლიოთეკები

წმ. გალლის ბიბლიოთეკა უძველესია შვეიცარიის ბიბლიოთეკებს შორის. ის დაფუძნდა VIII საუკუნეში წმ. ოთმარის მიერ. ამ ბიბლიოთეკაში ინახება ძალიან იშვიათი წიგნებისა და მონუსკრიპტების კოლექცია. ასევე ინახება 2100 ხელნაწერი და 1650 უიშვიათესი წიგნი, რომლებიც გამოიცა ევროპაში ტირაჟით 100 ეგზემპლარი.

ბიბლიოთეკის როკოკოს სტილშია აგებული, დააპროექტეს თვითონ ბერებმა. 1983 წელს ბიბლიოთეკა შეიტანეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

შტატ ვაშინგტონის, ქალაქ სიეტლის საზოგადო ბიბლიოთეკა ოფიციალურად გაიხსნა 1890 წელს.

მთავარი შენობა, რომელიც დაპროექტებულია ჯოშუა პრინც-რამუსის და რემომ კოლხასომის მიერ, შედგება მინისა და ფოლადის 11 სართულისაგან. 2011 წელს ბიბლიოთეკაში 1,45 მლნ წიგნი ინახებოდა. წიგნების გარდა აქ ინახება
სახელმწიფოებრივი დოკუმენტები და გენეოლოგიური ჩანაწერები.

ბიბლიოთეკა მდებარეობს მადრიდში, ესკორიალის მონასტერში, რომელიც არა მარტო სასახლეა, არამედ ესპანეთის მეფის რეზიდენციაც. აქ არის არაბული მონუსკრიპტების ყველაზე დიდი კოლექცია, ჰიმნების ილუსტრირებული კრებულები და ა.შ. ამ ბიბლიოთეკას აქვს ერთი თავისებურება, წიგნები თაროებზე შემოტრიალებულად დებენ, ისე რომ ყდა არ ჩანს. თითქმის ყველა წიგნი, რომლის პოვნაც აქ შეიძლება – ასლია, ორიგინალები კი არქივში ინახება იმავე შენობაში.

ჭერი მოხატულია ტიბალდისა და მისი ქალიშვილის მიერ, ნახატები კი სიმბოლურად აღნიშნავენ ისეთ მეცნიერებებს როგორიცაა რიტორიკა, გრამატიკა, დიალექტიკა, მუსიკა, არითმეტიკა, გეომეტრია და ასტრონომია.

José Vasconcelos Library გაიხსნა 2006 წლის 6 მაისს. ეს არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე შენობა, თუმცა 2007 წელს შენობაში აღმოაჩინეს დარღვევები და ის დახურეს. ბიბლიოთეკა გაიხსნა 2008 წელს.

შენობის ღირებულება შეადგენს 98 მილიონ დოლარს და უკავია 38 ათასი კვადრატული კმ. ამითომაც ამ ბიბლიოთეკას პრესაში უწოდებენ Megabiblioteca ან Megalibrary-ს. შიგნით მორთულია მექსიკელი მხატვრების სკულპტურებით, რომელთა შორის არის Gabriel Orozco’s Ballena («Кит»), შენობის სიმბოლო.

Thomas Fisher Rare Book Library -ბიბლიოთეკა, სადაც ინახება იშვიათი და სპეციალური კოლექციები წიგნებისა. ოფიციალურად შენობა გაიხსნა 1973 წელს, სახელწოდება კი ტომას ფიშერის საპატივცემლოდ შეირჩა, რომელიც 1821 წელს კანადაში ჩავიდა. ბიბლიოთეკაში არის 600 ათასი წიგნი, 2500 ხელნაწერი. არანაკლებ საყურადღებოა, რომ ყოველწლიურად ბიბლიოთეკაში შემოდის უნივერსიტეტების თანამშრომლების ნაშრომებიც

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply