ტიფლისი

1417980502_tiflisiტიფლისი — ქართული მრავალეპიზოდიანი სატელევიზიო დრამა. სერიალის მოქმედება XIX საუკუნის საქართველოში ხდება. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ თავადები გავლენების სფეროებს ინაწილებენ – ვაჭრობენ ადამიანებით, აკონტროლებენ სავაჭრო გზას და ატერორებენ ხალხს. მათ წინააღმდეგ ტყეში გავარდნილი ყაჩაღები მოქმედებენ. ეს დაპირისპირება ტფილისში ინაცვლებს – ფანტასტიკურ ქალაქში, სადაც ირევიან მოგზაურები, ვაჭრები, აშუღები, ყარაჩოღელები, კინტოები და სხვადასხვა ჯურის ავაზაკები.

სერიალი ჯიდიესის ეთერში პირველად 2014 წლის შემოდგომაზე გავიდა და დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. თითოეულ სერიას საშუალოდ 500000 ნახვა ჰქონდა. IMDB.COM-მა დაახლოებით 800 შეფასებიდან 9,1 ქულა დაუწერა. 2015 წელს გამოვიდა სერიალის მეორე სეზონი. ორივე სეზონის სერიების რაოდენობა 17–ს(7+10) შეადგენს. სერიალი ყურებადი იყო არა მხოლოდ საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ემიგრანტების დიდი მოთხოვნა იყო, რომ სერიები განთავსებულიყო ინტერნეტსივრცეშიც, რათა მათთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

რეჟისორმა ლევან დაბრუნდაშვილმა და პროექტის სხვა მონაწილეებმა გადასაღებად ძველი თბილისის ქუჩები გამოიყენეს. სამშენებლო კომპანიამ DAGI – ააშენა ორბელიანების ორსართულიანი სახლი. ასევე გადაღებისთვის გამოიყენეს თბილისის მიმდებარე ტერიტორიები. სცენარის შექმნისთვის გამოიყენეს იმდროინდელი, ანუ მეცხრამეტეს ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისის ლიტერატურა. სხვადასხვა გადასახლებული ადამიანების ჩანაწერები. მეორე სეზონისთვის თბილისისგან არც ისე შორს ტყეში აშენდა სოფელი, რომელიც ციმბირის გადასაღებად გამოიყენეს.

ორივე სეზონის სერიების რაოდენობა 17–ს(7+10) შეადგენს. სერიის საშუალო ხანგრძლივობა 50წთ–დან 1სთ და 20 წუთამდე მერყეობს.

სერიალის კომპოზიტორი ნიაზ დიასამიძეა. ფილმის მთავარი თემაა „ნამი ველს“. სერიალის მუსიკა მალევე გახდა პოპულარული და მოთხოვნადი. დღეს მისი მოძიება ინტერნეტის საშუალებით შეიძლება.

სერიალი სულ რამოდენიმე დღის წინ დასრულდა , თუმცა მას გაგრძელება რა თქმა უნდა აქვვს  25 იანვრიდან GDS -ის ეთერში კვლავ  გავა ტიფლისის ახალი სერიები.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply