რა არის ბუნება?

800px-Aphthona_flava_flea_beetle
ბუნება
 მატერიალური სამყარო, მსოფლიო, მთელი მატერია და ენერგია მის საწყის ფორმაში, მეცნიერული შესწავლის ძირითადი საგანი. ტერმინი ხშირად გამოიყენებაადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობით ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ გვაკრავს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა.

ბუნების ლათინური ეკვივალენტი natura მნიშვნელობით ენათესავება “დაბადებას”, მაშინ როდესაც ბერძნული φύσις (ფიზის) უკავშირდება “ზრდას”. ბუნების სპექტრი მოიცავს ყველაფერს უნივერსალურიდან სუბატომურამდე. მასში შედის ყველაფერი ცხოველური, მცენარეული და მინერალური; ყველა ნატურალური რესურსი და მოვლენა (ქარიშხალი,ჭექა-ქუხილი, მიწისძვრა და მისთ.). ის ასევე მოიცავს ცხოველურ არსებათა ქცევასაც და უსულო საგნებთან დაკავშირებულ პროცესებსაც – თუ რა სახით იცვლება ეს საგნები.

Leave a Reply