როგორ შეიქმნა გინესის რეკორდების წიგნი

1271261514_1cd83f719d47
1951 წლის 4 მაისს კომპანია “Guinness Brewery“-ის დირექტორი, სერ ჰიუ ბივერი, სანადიროდ ვექსფორდში, ირლანდიაში გაემგზავრა. აქ იგი კამათის მონაწილე გახდა, თუ რომელი ფრინველია ყველაზე სწრაფი ევროპაში. კამათისას ბივერი მიხვდა, რომ ამის გაგება ენციკლოპედიებიდან შეუძლებელი იყო. ამიტომ გადაწყვიტა მსგავსი ენციკლოპედიის შექმნა, რომელიც ყველას დააინტერესებდა და პოპულარული გახდებოდა. ასე წარმოიშვა “გინესის რეკორდების წიგნი”.
პირველი “გინესის რეკორდების წიგნი“, რომელიც 197 გვერდისგან შედგებოდა, გამოვიდა 1955 წლის 27 აგვისტოს და საშობაოდ ეს კრებული ყველაზე პოპულარული წიგნი გახდა დიდ ბრიტანეთში. პირველი გამოცემიდან დღემდე მოყოლებული გაყიდულია 400 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი. დღეს-დღეობით “გინესის რეკორდების წიგნი 2011″ ბოლო გამოცემაა.

Leave a Reply