უცნაური პროფესიები

მილების მწმენდავი

ერთი შეხედვით იფიქრებთ,რომ ეს პროფესია უკვე აღარ არსებობს,თუმცა სამხრეთ კალიფორნიაში მილების მწმენდავები დღემდე არიან.იმისათვის რომ გახდე მილის მწმენდავი,უნდა გაიარო ორწლიანი მომზადების კურსი.საშუალოდ მილის მწმენდავის ხელფასი საათში 20 დოლარია

ჭიანჭველებზე ”მონადირე”

ჭიანჭველებზე ”მონადირემ” ჭინაჭველების ბუდიდან უნდა ამოიყვანოს საუკეთესო ეგზემპლარები,რომლებიც შემდგომ,ხელოვნური ჭიანჭველების ფერმებში იქნებიან თავიანთი სახეობის გამგრძელებლები.


ოცნებებით მოვაჭრე

საფოსტო მოხელე ოცნებობს იმაზე,რომ ერთი ღამით ყველაზე ცნობილი მსახიობი გახდეს,ბიზნესმენი ოცნებობს მართოს მატარებლის მრავალტონიანი შემადგენლობა,ფსიქიატრი – იმაზე,რომ ოც უქმე დღეს გაიცნოს 20 ქალი სხვადასხვა ქვეყნიდან.როგორ გადავაქციოთ მათი ოცნებები რეალობად? ჩიკაგოში,ერთ-ერთი კომპანია დაკავებულია თავისი კლიენტების ცხოვრებაში ოცნებების სინამდვილედ გარდაქმნით.ყველაფერი,რაც თქვენ უნდა გააკეთოთ – მიხვიდეთ მათ ოფისში,მოუყვეთ თქვენი ოცნებების შესახებ და გადაიხადოთ თანხა,რომელსაც სპეციალისტები დაგისახელებენ.თუმცაღა,უნდა გახსოვდეთ,რომ ოცნების გარდაქმნის მინიმალური ფასი 150 000 ამერიკული დოლარია.

სურნელმცოდნე

ეს სურნელების მცოდნე სუნამოს მაღაზიაში მუშაობს – სურნელების მცოდნის ვაკანსია არსებობს იმ კომპანიებში,რომლებიც დაკავებულია დეზოდორანტების წარმოებით.სურნელების მცოდნე,ეკსპერიმენტის მოხალისეს იღლიაზე დეზოდორანტს ასხავს და დღის განმავლობაში თვალყურს ადევნებს,თუ როგორ იცვლება დეზოდორანტის სუნი.

კვერცხების გამტეხი

ამ პროფესიის მუშაკის ძირითადი მოვალეობაა – გააცალკევოს კვერცხის გული და ცილა სპეციალური მანქანის მეშვეობით,რომლებშიც ეწყობა კვეცხები.

12-wXuhJAj2015060918270865929index

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply