ნატო თურქეთის საზღვარს ამაგრებს

ნატო თურქეთში თვითმფრინავებსა და ხომალდებს გაგზავნის. შესაბამისი გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გუშინ ბრიუსელში მიიღეს.
დაგეგმილია “AWACS” -ის სისტემით აღჭურვილი გამანადგურებლებისა და სადაზვერვო თვითმფინავების გაგზავნა. გარდა ამისა, თურქულ პორტებში ალიანსის ხომალდები განლაგდებიან.
ჯერ უცნობია, თუ ნატო-ს რომელი ქვეყნები გაგზავნიან თურქეთში სამხედრო ტექნიკას. მანამდე, ლონდონმა განაცხადა, რომ თურქულ სამხედრო ბაზა ინჯირლიკზე ბომბდამშენები გადაისროლა. გარდა ამისა, თურქეთის საზღვრებთან გერმანული საგუშაგო ხომალდი განლაგდა, აშშ-მ კი თურქეთში გამანადგურებლები გაგზავნა.
სააგენტო “როიტერის” ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია ნოემბრის ბოლოს მომხდარი ინციდენტების აღკვეთისკენ, როცა რუსული ბომბდამშენი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
სტოლტენბერგის თქმით, თურქეთში ალიანსის თვითმფრინავებისა და ხომალდების გაგზავნის გადაწყვეტილება თავდაცვით ხასიათს ატარებს.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply