პატრიარქი: წმინდა ნიკოლოზი ჩვენი ერის დიდი მფარველია

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

„წმინდა ნიკოლოზი არის დიდი მფარველი საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ერისა. ჩვენ მას ვუწოდეთ “ყოველთა ქართველთა დიდი კათალიკოსი”. შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზი თქვენ და სრულიად საქართველოს“, – ბრძანა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply