მსოფლიოს ქართველი რეკორდსმენი თემურ დადიანი

temur-dadiani-world-record
22 წლის ქართველმა სამხედრო მოსამსახურე თემურ დადიანმა, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ქვედა კიდური დაკარგა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 38.25 წამში 36 ე.წ. „ამპუტირებული აზიდვა“ შეასრულა, რითაც გინესის მიერ დაწესებულ მინიმუმს სამჯერ გადააჭარბა.

სარეკორდო ღონისძიება ნაღმზე აფეთქებდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, 3 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. აზიდვების შესრულების დროს თემური მხოლოდ ხელისგულებს ეყრდნობოდა, სხეულის დანარჩენ ნაწილს კი იატაკის პარალელურად, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ინარჩუნებდა. ეს მოძრაობა ტანვარჯიშის ერთ–ერთი ცნობილი ელემენტის – „ფლენჩის“ (Planche) სახესხვაობაა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ამ ელემენტის შესრულების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა მსგავსი რეკორდი არასოდეს დამყარებულა.სარეკორდო ასპარეზობას საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მათ ადგილზე დააფიქსირეს მსოფლიო რეკორდის დამყარება და დადიანს ფედერაციის სერტიფიკატი გადასცეს.
„ეს რეკორდი უპრეცედენტო იყო მსოფლიო მასშტაბით, მსგავსი რეკორდი აქამდე არ დამყარებულა. თემომ წარმატებით გადააჭარბა გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ დაწესებულ მინიმუმს. ზუსტად 3 წლის წინ, ავღანეთში მსახურობის დროს, ნაღმზე აფეთქების შემდეგ დაკარგა ორივე ქვედა კიდური და მარჯვენა ხელის ნეკა თითი. დღეს კი დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა.
ღონისძიებას დაესწრო და სამხედრო მოსამსახურეს წარმატება მიულოცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ–მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ
„ბატონო თემურ, გულითადად გილოცავთ მსოფლიო რეკორდის დამყარებას. თქვენს ამ მიღწევას დიდი საზოგადოებრივი და ეთიკური მნიშვნელობა აქვს. თქვენ არა მხოლოდ ერთგულად ემსახურებით საქართველოს მოქალაქეთა მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არამედ წარმოუდგენელი ძალისხმევით, შეუძლებლის შეძლებისაკენ სწრაფვით ამტკიცებთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, რომ მონდომებას, თავდადებასა და დაუღალავ შრომას სასწაულის მოხდენა შეუძლია. თქვენი მაგალითი შთააგონებს და რწმენით აღავსებს თქვენს თანამებრძოლებს, ახალგაზრდებს, თითოეულ ჩვენგანს.

amputee-temur-dadiani-world-record (1)temur-dadiani-vakhtang-kapanadze

Leave a Reply