ეროვნული მუზეუმი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს

დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ალექსანდრე ქართველის ასოციაცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ უდიდესი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ გამოფენას. 

ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურის ცნობით, გამოფენას დაესწრება გენერალი უესლი კენ კლარკი, რომელიც 1997-2000 წლებში ხელმძღვანელობდა ნატოს სამხედრო ძალებს ევროპაში.

 

მან 34 წელი იმსახურა ამერიკულ ჯარში და თავდაცვის სამინისტროში.

 

მიღებული აქვს მრავალი სამხედრო ჯილდო, საპატიო სამხედრო ტიტული და საპრეზიდენტო თავისუფლების მედალი. გენერალი კლარკი ამერიკის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძოდა, თუმცა, საკუთარი კანდიდატურა ჯონ კერის სასარგებლოდ მოხსნა. ამჟამად ხელმძღვანელობს პოლიტიკურ კომიტეტს «WesPAC: Securing America», რომელიც ლობირებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის არჩევნებში.

 

გამოფენას დაათვალიერებენ ასევე ფრედ გოლდრინგი, პრეზიდენტ ობამას მრჩეველი კულტურისა და ხელოვნების საკითხებში.

 

გიორგი რამიშვილი – სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

18:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.

 

“გამოფენა წარმოდგენას შეგიქმნით ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის /1896-1974/) ცხოვბრებასა და შემოქმედებაზე.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზები, მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები და სხვა. გამოფენა საშუალებას მოგცემთ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გაადევნოთ თვალი ალექსანდრე ქართველის პროფესიული და პირადი ცხოვრების გზას და გაეცნოთ მის მიერ შექმნილ ლეგენდარულ თვითმფრინავებს.

 

აღნიშნული გამოფენით საზეიმოდ დაიხურება 2015 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული“.

 

გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია”, – ნათქვამია მუზეუმის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Google

ბეჭდვაელფოსტა

კომენტარი (0)

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply