ნიგერიაში ტერაქტი მოხდა – 20-ზე მეტი ადამიანი დაღუპულია

ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტების რელიგიურ ცერემონიაზე აიფეთქა თავი. “ბიბისის” ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა მისი დაკავება სამართალდამცველებმა სცადეს.

 

ნიგერიაში თავდასხმებს დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” ახორციელებს. დაჯგუფების წევრები ქვეყანაში ისლამური სახალიფოს შექმნისთვის იბრძვის.

 

2015 წლის მარტში, მათ “ისლამური სახელმწიფოს” ერთგულების ფიცი დადეს

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply