საინფორმაციო შეხვედრა ექიმთან და უფლებადამცველთან

11 დეკემბერს  სავანეთის  საჯარო სკოლაში, მცირე გრანტის პროექტის „ნაადრევი  ქორწინება“ ფარგლებში   IX კლასის ინიციატივით მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა ექიმთან და უფლებადამცველთან. შეხვედრას ესწრებოდნენ     VIII, X, XI, XII  კლასის მოსწავლეები და  პედაგოგები, მოწვეული თემის წევრები.
ღონისძიებისთვის მზადება მოსწავლეებმა 1 კვირით ადრე დაიწყეს, სოფლის ცენტრში გამოაკრეს აფიშები, ხოლო  თემის უხუცეს წევრებს მოსაწვევები გაუგზავნეს.
შეხვედრაზე ექიმმა დარეჯან იჩუაიძემ ნაადრევი ქორწიებისაგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე ისაუბრა. მოზარდებმა ექიმთან დისკუსიაშიც მიიღეს მონაწილეობა. დასვეს კითხვები, გაააცნობიერეს ორგანიზმისათვის  მიყენებული ზიანის რისკები, გაარკვიეს, რომ ქორწინებისათვის აუცილებელია, როგორც ფსიქიკური ისე სოციალური და ფიზიკური მზაობა. ყოველი ეს ჩამოთვლილი სამომავლოდ შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოზარდებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზმში მიმდინარე ცვლელებების შესახებ და ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ ზიანზე. უფლებადამცველი მარინა ქობულაძე მოზარდებს ახალ კანონპროექტზე ესაუბრა. პირველი მოსმენით უკვე მიღებულია კანონპროექტი, რომელიც 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებას ეხება. ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება  აღარ ექნებათ მშობლებს – ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია ხდება. მომავალში საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება საერთოდ აიკრძალება. ამ თემაზე სასაუბროდ სოფ. მუხრანას სკოლიდან მოწვეული იყვნენ მოსწავლეები, პედაგოგები.  შეხვედრას ესწრებოდნენ სოფ. სავანეთის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეების მშობლებიც.
დასასრულს მშიბლებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი, გულისტკივილით ყვებოდნენ ტრადიციებზე, მის დამანგრეველ შედეგებზე, მათ ერთხმად მოიწონეს პარლამენტში მიღებული კანონი ნაადრევი ქორწინების აკრძალვის შესახებ. ექიმთან და უფლებადამცველთან საინფორმაციო შეხვედრამ დადებითად იმოქმედა იქ მყოფ ყველა პირზე.  მათ მეტი შეიტყვეს ამ აქტუალურ თემაზე, რითაც აუმაღლდათ ცნობიერება.11.12.15 შეხვედრა ექიმთან და უფლებების დამცველთან სავანეთის საჯარო სკოლაში

Leave a Reply