ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“

ახალციხეში ყველაზე ახალგაზრდა, 27 წლის მეეზოვის პირველი სამუშაო დღე, შესრულებული გეგმები და სამომავლოდ დასახული მიზნები; რაზე წყდება გული და რაზე ოცნებობს ნადეჟდა სოკოლოვა;

ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
ახალციხის „კეთილმოწყობის სამსახურში“ ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე 27 წლის ნადეჟდა სოკოლოვაა. ნადეჟდა მეეზოვედ უკვე მეშვიდე წელია მუშაობს და ამბობს, რომ ამ პროფესიის დაუფლებაზე არასდროს უფიქრია და მეეზოვედ მუშაობა მძიმე სოციალური პირობების გამო გადაწყვიტა.

ახალგაზრდა მეეზოვეს, რომელსაც 9 აპრილის და რუსთაველის ქუჩაზე ყოველდღე შეხვდებით, პირველი სამუშაო დღე არასდროს ავიწყდება: „ ჩემს ადგილზე ადრე დედა მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდე, კი ეს პროფესია მე გავაგრძელე. მაშინ 21 წლის ვიყავი, დედა დავასაფლავე და მაგ დღესვე სამსახურში გამოვედი. თან ვტიროდი, თან ქუჩას ვალაგებდი“.

ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“

ნადეჟდას თქმით, მეეზოვედ მუშაობა თავიდან რცხვენოდა, მეტიც, როდესაც ნაცნობებს და უნივერსიტეტიდან მომავალ კლასელებს ხედავდა იმალებოდა: „ახლა მივეჩვიე, აღარ მრცხვენია“.

მიზეზი, რის გამოც სირცხვილი უნდა გადაელახა დედის საფლავი იყო: „საფლავი უნდა გამეკეთებინა, ამას ფული სჭირდებოდა, გავაკეთე და მალევე მამაც გარდაიცვალა. მისი საფლავზე ახლა მხოლოდ სურათის დახატვა დამრჩა“.

ქვის დახატვის შემდეგ ნადეჟდა ფულის გროვებას სახლისთვის დაიწყებს: „სახლი რომელშიც ვცხოვრობდი ორი წლის წინ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედამთილმა წამართვა. ვაპირებ რომ ამის გამო სასამართლოში ვიჩივლო, იმედია გავიმარჯვებ“.

იგი ახლა მარტო, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს: „ადვოკატებისა და ბინის ქირის გამო სახლის საყიდლად ფულის მოგროვება ალბათ გამიჭირდება. ეს ერთდაერთი ოცნება მაქვს და იმედია ავიხდენ. სამსახურის შეცვლას კი ჯერ–ჯერობით არ ვაპირებ“.

ამბობს, რომ უკვე ძალიან სცივა და განსაკუთრებით დილით ადრე ხელები ეყინება, თუმცა რომ არ იმუშაოს სხვა გამოსავალი არ აქვს: „ძალიან ძნელია, მცივა. საღამოს ხუთი საათიდან 12 საათამდე ვასუფთავებ. ყინავს, მაგრამ არავის იმედი მაქვს და ამიტომ უნდა ვიმუშაო“.

ნადეჟდა იმედოვნებს, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. ახალგაზრდებს კი ურჩევს, რომ კარგად ისწავლონ: „ყველაფერი კარგად იქნება. შეეცადეთ რომ ისწავლოთ, და ჩემსავით პირველივე სამუშაო დღეს ცრემლები არ ღვაროთ“.

ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply