ხელოვნების მუზეუმში ჟანი მეძმარიაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

16 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე.

 

ჟანი მეძმარიაშვილი (1925-1989) საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწეა. ის იმ თაობის („ორმოცდაათიანელები“) წარმომადგენელია, რომელსაც ქართული სახვითი ხელოვნების გარდატეხის ხანაში მოუწია შემოქმედების ასპარეზზე გამოსვლა. მათ პირველად აიმაღლეს ხმა თავისუფალი, ინდივიდუალური ხედვის და შემოქმედების უფლებაზე.

 

სხვადასხვა წლებში ჟანი მეძმარიაშვილი არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის თავჯდომარის მოადგილედ, მოგვიანებით დაინიშნა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებლის დირექტორად, სადაც ახალგაზრდა ქართველ მხატვართა არაერთი თაობა აღიზარდა.

 

გამოფენაზე წარდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი) შესრულებული 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის და კერძო კოლექციებიდან.

 

ექსპოზიცია მოიცავს მხატვრის შემოქმედების ყველა ძირითად ეტაპს, დაწყებული სტუდენტობის პერიოდიდან (1940-იანი წლები) მოღვაწეობის ბოლო წლებამდე.

 

გამოფენა 2016 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.

 

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ. 1.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply