იმან, რაც “მონა ლიზას” ნახატის ქვეშ იპოვეს, მსოფლიო დონის ექსპერტები გააოცა

ოდესღაც, ჯერ კიდევ ფართო წრეებისთვის უცნობმა ლეონარდო დავინჩიმ ფერწერას მუნჯი პოეზია უწოდა. და, ალბათ, მართალიც იყო. როდესაც საქვეყნოდ ცნობილ შედევრებს ვუყურებთ, ჩვენდაუნებურად ვცდილობთ იმ სამყაროში ჩაფლობას, რომლის გამოსახვასაც ავტორი ცდილობდა. ზუსტად ისევე, როგორც ლექსის კითხვისას…

ეს მასალა აღორძინების ეპოქის უდიდესი შემოქმედის გახსენებით ტყუილად არ დამიწყია. დღეს ჩვენ მის ერთ-ერთ ცნობილ ნამუშევარზე ვისაუბრებთ. დიახ, “ჯოკონდას” შესახებ. აღმოჩნდა, რომ “მონა ლიზას” ნახატის უკან კიდევ ერთი ფერწერული ტილოა.

მკვლევრები უკვე დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ ამ ნახატის უკან კიდევ ერთი ნახატი იმალებოდა. მაგრამ ვერც მულტისპექტრული და ვერც ინფრაწითელი გამოკვლევებით ვერაფერი დადგინდა. ცოტა ხნის წინ ფრანგმა პასკალ კოტმა, რომელიც ლეონადროს ცნობილ ტილოს უკვე 10 წელია სწავლობს, სენსაციური განცხადება გააკეთა. კოტი აცხადებს, რომ საღებავის ზედა ფენა ფარავს სხვა მოდელის პორტრეტს.

იმან, რაც "მონა ლიზას" ნახატის ქვეშ იპოვეს, მსოფლიო დონის ექსპერტები გააოცა
თავის გამოკვლევებში კოტი იყენებდა ე.წ. “ფენების გაძლიერების” ტექნოლოგიას. ნახატზე ინტენსიური სინათლის სხივებით ზემოქმედებენ. ასეთი მანიპულაციების შემდეგ კოტი მივიდა დასკვნამდე, რომ “ჯოკონდას” მიღმა სხვა გოგონას დანახვაა შესაძებელი, რომელიც საპირისპირო მხარეს იყურება და არ იღიმის. გარდა ამისა, იმავე ტილოზე უფრო ადრინდელი გამოსახულებაცაა, რომლებიც მხატვრის ადრინდელ ნახატებს მოგვაგონებს…

ითვლება, რომ “მონა ლიზა” – ლიზა გერარდინის პორტრეტია, რომელიც ფლორენციელი აბრეშუმით მოვაჭრის ცოლი იყო. თუმცა, კოტი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ლიზა გერარდინი უცნობი ქალის პორტრეტის უკანაა გამოსახული, რომელსაც ყველა “მონა ლიზას” უწოდებს.

როგორც ხედავთ, ამ ისტორიაში ჯერ კიდევ ბევრი გამოცანაა, რომელიც ამოხსნას საჭიროებს. ვფიქრობ, ეს ლამაზმანი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება გაღიმებული, ადამიანები კი ეხდებიან ის ბოლომდე ამოხსნან. ჯერ-ჯერობით კი უბრალოდ გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ალბათ, მათაც დააინტერესებთ ამ ახალი აღმოჩენის ნახვა.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply