კონსტიტუცია

კონსტიტუცია  — განსაკუთრებული წესით მიღებული უმაღლესი იურიდიულიძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი. კონსტიტუცია არეგულირებსსაზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კონსტიტუცია რთული მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ინსტიტუტია. ხშირად განმარტავენ, როგორც სახელმწიფოს უზენაეს კანონს, წესების კატალოგს, ინდივიდის გარანტს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და სხვა.

ლიბერალურ-დემოკრატიული სკოლის მიმდევრები კონსტიტუციაში ძირითადად საგანთა ბუნებით განპირობებულ საზოგადოებრივი ხელსეკრულების არსს (ბუნებითი სამართლის სამეცნიერო სკოლა), სამართლებრივი იდეის უმაღლეს გამოხატულებას (ნორმატივისტები),სახელმწიფოსა და ნაციის სტატუსის განმსაზღვრელ წესთა ერთობლიობას (ინსტიტუციონალისტები) ხედავენ.

მარქსისტულ-ლენინური მოძღვრება კონსტიტუციას განიხილავა, როგორც ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა სოციალური კლასი განიმტკიცებს საკუთარ პოლიტიკურ ბატონობას.

კონსტიტუციის ოდნავ განსხვავებულ სოციალურ დანიშნულებას აღნიშნავენ თანამედროვე მკვლევარებიც, რომლებიც მარქსიზმისაგანშორს არიან. პროფესორანდრაშ შაიოს აზრით, კონსტიტუციათა უმრავლესობა შეიქმნა იმისთვის, რომ დაეგვირგვინებინა და დაესრულებინა სოციალური რევოლუცია; სხვა კონსტიტუციების შექმნის მიზანი კი, მისი აზრით, რევოლუციის თავიდან აცილებასა წინარევოლუციური მდგომარეობის აღდგენას წარმოადგენს.

თითქმის ყველა თანამედროვე მკვლევარი კონსტიტუციის საზრისის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს მის დამფუძნებლურ ხასიათსა და მარეგულირებელ ფუნქციაზე. კონსტიტუციის ნორმებით ხდება საჯარო ინსტიტუტების ლეგიტიმაცია, მათი ძალაუფლების ფარგლებისა და მოქალაქეთა ძირითადი უფლებების განსაზღვრა, სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის ურთიერთობათა მოწესრიგება.
Constitution_of_the_United_States,_page_1.jpgაშშ კონსტიტუცია

ეპოქა ყოველთვის ახდენდა ზეგავლენას კონსტიტუციის შინაარსზე. გარკვეული სახისა და შინაარსის კონსტიტუციები კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდების შესატყვისია. ამ მეთოდოლოგიურ პოზიციაზე დაყრდნობით ახდენენ კონსტიტუციათა კლასიფიკაციას.

„ძველი თაობის“ პირველი ტალღის კონსტიტუციების შექმნა უკავშირდებაბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქასა და ამ წყობილების განმტკიცების პერიოდს. ამ დროის კონსტიტუციებისათვის ძირითადად დამახასიათებლია რეგულირების ვიწრო წრე, წინა პლანზე სახელმწიფო ორგანოთა ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოწყობის საკითხების წამოწევა. ადამიანისძირითადი უფლებებს, პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობებს სედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა.

ამ პერიოდის კონსტიტუციებს შორის ასახელებენ აშშ–ის (1787), ბელგიის (1831),ნორვეგიის (1814), შვეიცარიის (1874), ავსტრალიის (1900) და სხვა რამდენიმე კონსტიტუციას. გარდა ამისა, 1787 წელს, 17 ოქტომბერს მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისადმი მეცნიერთა მხრიდან უდიდესი პატივისცემის გამო, კონსტიტუციის ისტორიიდან თითქმის ამოღებულია 1776წლის ნიუ–ჰემფშირის, სამხრეთ კაროლინისა და ვირჯინიის, 1780 წლის მასაჩუსეტსის შტატების კონსტიტუციები და ნიუ-იორკისა და ჯორჯიის შტატების „ძირითადი კანონები“. დღეისათვის მოქმედ დაწერილ კონსტიტუციათა შორის აშშ-ის კონსტიტუცია (1787) უძველესია.

კონსტიტუციების მიღების მეორე ტალღა დაკავშირებულია ბურჟუაზიულსახელმწიფოებში XX საუკუნის 30-იან წლებში კაპიტალისტური ეკონომიკისკრიზისთან, მეორე მსოფლიო ომის შედეგებთან, სოციალისტური ბანაკის არარსებობასთან, ობიექტურ ინტეგრაციულ პროესებთან. ამ პერიოდში, როგორც რეაქცია ამ მოვლენებზე, გაჩნდა კონსტიტუციები საფრანგეთში (1946 და 1958წლები), იაპონიასა და იტალიაში (1947), გერმანიაში (1949), საბერძნეთში (1975),პორტუგალიაში (1976), ესპანეთში (1978) და სხვა.

წინა პერიოდის კონსტიტუციებისაგან განსხვავებით ახალ კონსტიტუციებში უფრო გაფართოებულია რეგულირების სფერო; სახელმწიფო ერევა სოციალურ, ეკონომიკურ და ზოგიერთ სხვა საკითხებში, რომელთა მიმართაც პირველი ტალღის კონსტიტუციები ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ.

კონსტიტუციათა კიდევ ერთი ჯგუფის შექმნა (ასზე მეტი კონსტიტუცია) XX საუკუნის 5060-იან წლებში კოლონიალიზმის სისტემის დაშლას უკავშირდება. ამ ჯგუფის კონსტიტუციათა შინაარსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ყოფილმა მეტროპოლიებმა. დიდი ბრიტანეთის ზეგავლენით ზოგიერთ ყოფილ კოლონიაში შეიქმნა სახელმწიფო მოწყობის ე. წ. „ვესტმინისტერიალური“, ხოლოსაფრანგეთის ზოგ ყოფილ კოლონიაში — „პარლამენტარიზმის“ მოდელები.

ამ კონსტიტუციათა უმრავლესობა XX საუკუნის 60-იან წლებში ახლით შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში კი მოხდა ძველის მნიშვნელოვანი გადასინჯვა. ამ პერიოდისათვის თვალშისაცემია საკმაოდ ბევრი განვითარებადი სახელმწიფოს ორიენტირება სოციალისტურ კონსტიტუციაზე.

კონსტიტუციურ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სოციალისტურსახელმწიფოთა კონსტიტუციებს. კლასიკური კონსტიტუციებისაგან ისინი ხალხის სრული ძალაუფლების ფორმალური დეკლარირებით, კომუნისტურიპარტიის წამყვანი როლის განმტკიცებით, სახელმწიფო ორგანიზაციაში ხელისუფლების დანაწილების არარსებობით, ცხოვრებისეულ სინამდვილესთან შეუსაბამობითა და ფიქტიურობის მაღალი ხარისხით.

კონსტიტუციათა კიდევ ერთი პერიოდი დაკავშირებულია კომუნიზმის კრახთან და სოციალისტური სახელმწიფოების (ჩეხოსლოვაკეთი, სსრკ, იუგოსლავია) დაშლასთან.1991–1996 წლებში 2–ზე მეტმა სახელმწიფომ ახალი კონსტიტუცია მიიღო. თითქმის ყველა მათგანი კონსტიტუციურ ლიბერალურ–დემოკრატიულ ფასეულობებს აღიარებს და განამტკიცებს, თუმცა რეალური განხორციელება ყველგან მიღწეული არაა.

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply