რა გამოიწვია ატომურმა აფეთქებამ ჰიროსიმაში

რა გამოიწვია ატომურმა აფეთქებამ ჰიროსიმაში


ყოველწლიურად 6 აგვისტოს ხალხი პატივს მიაგებს ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულ ადამიანებს. 1945 წელს სწორედ ამ დღეს ჰიროსიმაში ჩამოაგდეს ბომბი, რომელმაც მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორა. ამ სტატიაში მოგიყვებით ატომური ბომბის აფეთქების შედეგებასა და გადარჩენილი ადამიანების შესახებ.

აფეთქების შედეგად 100 000 ადამიანი დაიღუპა
შეიძლება ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ასეთია მხოლოდ ერთი ბომბის აფეთქების შედეგი. ატომური ბომბი სახელად “ბიჭუნა” (“Little Boy”) ამერიკულმა ბომბდამშენმა В-19-მა ჩამოაგდო. მიწიდან 600 მეტრის სიმაღლეზე დილის 8:15 აფეთქდა ბომბი, რომელმაც 100 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გამოსხივება
ჰიროსიმას მოსახლეობამ ძლიერი სინათლის გამოსხივება იგრძნო, რომელსაც თან უდიდესი ტემპერატურა ახლდა. ტემპერატურის წარმოდგენა შეუძლებელია: ადამიანები, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრში იყვნენ წამებში ფერფლად გადაიქცნენ. სინათლის გამოსხივებისგან შენობების კედლებზე ადამიანების მხოლოდ შავი სილუეტებიღა რჩებოდა. გამოსხივება იმდენად ძლიერი იყო, რომ ფურცელი, რომელიც ეპიცენტრიდან 2 კილომეტრში იყო მომენტალურად იწვოდა.

რა გამოიწვია ატომურმა აფეთქებამ ჰიროსიმაში


დარტყმის ტალღა
სინათლის გამოსხივება – მხოლოდ დასაწყისი იყო. მაცხოვრებლებს, რომლებიც ცოცხლად დაწვას გადაურჩნენ და დამალვა მოასწრეს ახლა თავად აფეთქების დარტყმის ტალღა ემუქრებოდა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ შეეძლო ადამიანი პარალელურ ქუჩაზე გადაეგდო. აფეთქების ადგილიდან 19 კილომეტრის რადიუსში ყველა შენობის ფანჯრები დაიმსხვრა. ქალაქში მხოლოდ რამდენიმე მაგარი შენობა არ დაინგრა, დანარჩენები უბრალოდ დაიმსხვრა. ყველა ვინც სინათლის გამოსხივებას გადაურჩა, ეპიცენტრიდან 800 მეტრის რადიუსში დარტყმის ტალღისგან გარდაიცვალა.

ცეცხლოვანი ქარიშხალი
თუმცა ამით ყველფერი არ დამთავრებულა. სინატლის გამოსხივებამ და დარტყმის ტალღამ ქალაქში მასიური ხანძარი გამოიწვია. ბომბის აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ჰიროსიმა ცეცხლოვან ქარიშხალში გაეხვა ის საათში 50-60 კილომეტრი საათში მოძრაობდა და ჰიროსიმას 11 კვადრატული მეტრი მოიცვა. ცეცხლი – საშინელი სტიქიაა, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს.

რადიაციული ავადმყოფობა
უბედურებები გრძელდებოდა. იმ ადამიანებმა, ვინც გამოსხივებას და მის თანმდევ კატასტროფებს გადაურჩნენ, საკუთარ თავზე რადიაციული გამოსხივება განიცადეს. ბევრი მათგანი ნანობდა, რომ სიცოცხლეს მანამდე არ გამოესალმა. აფეთქებიდან ერთი კვირის სემდეგ მოსახლეობის სიკვდილიანობა გაიზარდა. ავადმყოფობამ, რომელიც შესწავლას არ ექვემდებარებოდა და მისი შეჩერება ვერანაირად ვერ ხერხდებოდა, მაქსიმალურ ძალას კატასტროფიდან 3-4 კვირაში მიაღწია. მხოლოდ მეშვიდე-მერვე კვირაში დაიწყო მან უკან დახევა. თუმცა ეს უცნობი “ეპიდემია” ათწლეულების განმავლობაში კვლავ იჩენდა ხოლმე თავს: ადამიანები სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებებისგან კვდებოდნენ. ქალები, რომლებმას დასხივება განიცადეს აჩედნენ ბავშვებს სხვადასხვა გენეტიკური და ფიზიკური ანომალიებით.

რა გამოიწვია ატომურმა აფეთქებამ ჰიროსიმაში

 

რა გამოიწვია ატომურმა აფეთქებამ ჰიროსიმაში


ინფიცირება
აფეთქებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჰიროსიმას მოსახლეობა კვლავ რადიაციის მსხვერპლი ხდებოდა. იმ დროს არ არსებობდა ისეთი ცნება, როგორიცაა რადიაოაქტიული დაბინძურება. არ მოხდა მოსახლეობის ავაკუირება ტერიტორიიდან და ისინი აგრძელებდნენ დაბინძურებულ ქალაქში ცხოვრებას, რადგან წასასვლელი უბრალოდ არსად იყო. ადამიანები ცდილობდნენ სიცოცხლის შენარჩუნებას და ცდდილობდნენ საკუთარი სახლების აღდგენას. მოსახლეობის სიკვდილიანობა ძალიან გაიზარდა, მაგრამ არავინ უკავშირებდა ამას რადიაციას.

ჰიბაკუშა
ასე უწოდებენ იაპონელები აფეთქების შედეგად გადარჩენილებს და მათ შთამომავლებს. აღსანიშნავია, რომ უამრავი ადამიანი კატასტროფის შემდეგ ძლიერ ფსიქოლოგიურ აშლილობებს განიცდიდა. დღესდღეობით იაპონიაში დაახლოებით 200 000 ადამიანია, რომლებმაც ბომბის აფეთქები შედეგები საკუთარ თავზე განიცადეს. ქვეყნის მმართველობა არ ივიწყებს მათ და მათ მატერიალურად ეხმარება. მაგრამ მოსახლეობაში ჰიბაკუშა გარიყულად ითვლება და დაბალ ფენად ითვლება. როგორც წესი, ისინი არ ქმნიან ოჯახებს, არ აჩენენ შვილებს. მათ არც სამსახურში იღებენ, ერიდებიან, ვინაიდან ფიქრობენ, რომ მათგან ინფიცირებაა შესაძლებელი. ადამიანები საფასურს იხდიან იმის გამო, რაც მათი ბრალი არაა.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply