ქართველი მხატვრის ნამუშევარი ამერიკაში 4 500 000 დოლარად გაიყიდა

გამოცემა Huffpost Arts აქვეყნებს­ სტატიას, სადაც ქართველი მხატვარი რომან კრიხელი მსოფ­ლიოს 3 უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანთა შორის სახელდება.
“მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები დიდი ინტერესით ელოდნენ “მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს”. მას თანამედროვე­ “მონა ლიზაც” უწოდეს. ორიგინალის ფასი მილიონი დოლარი იყო, თუმცა კერძო აუქციონზე 4 500 000 დოლარად გაიყიდა და ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა”, – წერს გამოცემა.

ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი რომან კრიხელი გასაყიდად გამოიტანდა თავის ნამუშევარს “მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი”, რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა. ამის შესახებ New York Post-იც იუწყებოდა: “შესაძლოა, რომან კრიხელის ნამუშევარი მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან “ფეისბუკის” დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, YouTube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი­ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული არტკოლექციის მფლობელია”.

რომან კრიხელი დაიბადა საქართველოში 1956 წელს. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში. 16 წლის ასაკში ისრაელში გაემგზავრა.
მხატვარს ისრაელის დატოვება 6 თვის შემდეგ მოუხდა, რადგან სასტუმროს გვერდით, სადაც იგი ცხოვრობდა, ტერორისტული აქტი მოხდა… ისრაელიდან რომან კრიხელი იტალიაში წავიდა, შემდეგ ამერიკაში.

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply