ქვეყანა, სადაც ყვავის მონობა

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მონობა გაუქმდა. თუმცაღა არსებობს ქვეყანა, სადაც მონობა კვლავ ყვავის. ეს ქვეყანა არის მავრიტანია.

ქვეყანა, სადაც ყვავის მონობა


მონებს-მუშაობა, ბატონებს-შემოსავალი
მოცემული ტერიტორია დაიპყრეს, დაახლოებით, ათასი წლის წინ, არაბმა ბერბესებმა. მას შემდეგ შავკანიანები, აფრიკის ძირძველი მოსახლეობა, დამპყრობლის ძალაუფლების ქვეშ იყო. თითოეული ოჯახი ფლობს რამდენიმე მონას-ჰარანიტს. აღსანიშნავია, რომ ჰარანიტები მემკვიდრეობით გადაეცემა დიდგვაროვან ოჯახებში. მონები ასრულებენ მრავალფეროვან სამუშაოს. ერთი მონა მფლობელს თვეში 15$ უჯდება.
მონებისთვის ყველაზე გავრცელებული სამუშაოა წყლის გაყიდვა. მავრიტანიაში შენობების მხოლოდ 40 % აქვს წვდომა წყალკანალთან, ხოლო აუტანელი სიცხე წარმოქმნის წტურვილის შეგრძნებას. დილიდან საღამომდე იქ იხილავთ მონებს კასრებით. მსგავსი ბიზნესი საკმაოდ შემოსავლიანია, დღეში 10-15 დოლარი, რაც იმ ადგილისთვის კარგი შემოსავალია.

მონობა საჩუქრად
არა მხოლოდ მონები, თავად მონობაც გადაეცემა მემკვიდრეობით მავრიტანიაში. როდესაც მონების ბავშვები ბატონის სახლში ღნდებიან, ისინი ავტომატურად ეკუთვნიან ბატონს, როგორც მშობლები. მონებს განკარგავენ თავისი შეხედულებისამებრ: გააჩუქებენ ან ყიდიან ბაზარზე. რაც მეტი მონა ყავს კაცს, მით მდიდრად და გავლენიანად ითვლება.

ქვეყანა, სადაც ყვავის მონობა


მთელ ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით 600 ათასი მონაა, რაც მოსახლეობის 20 %-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მონათმფლობელობა აკრძალულია, ქვეყანაში მონის ყოლა ნორმალურია. პოლიციაში რეგულარულად შედის შეტყობინებები მონათმფლობელობის ხელშეწყობის შესახებ, ციხეშიც სვამენ არასამთავრობო ორგანიზციების წარმომადგენლებს. ხელისუფლებამ მედიაში აკრძალა სიტყვა „მონის“ გამოყენება, თუმცა, ფაქტობრივად, არაფერიო შეცვლილა. ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ ერთი საქმეა ცნობილი, როდესაც მონათმფლობელმა პასუხი აგო თავის ქმედებებზე.

კანონები მხლოდ ქაღალდზე…
მონობის გაუქმების პირველი მცდელობა 1905 წელს დაფიქსირდა. მავრიტანიის კონსტიტუცია ძალაში 1961 წელს შევიდა. ასევე იყო კანონი მონობის გაუქმების შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ ფურცელზე.
მუქტარ ულდ დადდმა კვლავ წამოაყენა საკითხი მონობის გაუქმების შესახებ 1978 წელს, თუმცა იმ წლებში დაიწყო სამხედრო გადატრიალება და უფრო მნიშვნელოვანი საკითხითხზე გადაიტანეს ყურადღება. 1981 წელს მთავრობამ გამოსცა კანონმდებლობა, რომელიც მონებს თავისუფლებას ანიჭებდა. აღსანიშნავია, რომ კანონი არ იყო „სრულყოფილი“, ის არ ითვალისწინებდა სასჯელს კანონის დაუცველობის შემთხვევაში.
2007 წელს მავრიტანიის პრეზიდენტი გახდა ულდ შეიჰ აბდალაჰი, რომელმაც შემოიღო მკაცრი რეგულაციები მონათმფლობელობის შესახებ, თუმცა როგორც აქამდე, ცვლილება მხოლოდ ქაღალდზე…

ქვეყანა, სადაც ყვავის მონობა

მონებს არ სურთ თავისუფლება
ბუნტს მავრიტანიაში მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალება. მთელი ძალაუფლება სამხედროების ხელშია. ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი ადამიანი არ დაუსჯიათ მოქმედი კანონის დარღვევისთვის. გასაოცარია, რომ მონებს არ დაუწყიათ ბრძოლა თავისუფლებისთვის.მეტიც, მონებს მტიკედ სწამთ, რომ თუ ისინი იქნებიან დამჯერი და მოემსახურებიან ბატობეს, მათი სული სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდება. სად უნა წავიდეს მონა, რომელმაც თავისუფლება მიიღო? ქვეყანაში სადაც 30 %-იანი უმუშევრობა და 40%-იანი სიღატაკეა, თავისუფლება შესაძლოა შიმშილით სიკვდილს უდრიდეს.

ა რ ა   მ ო ნ ო ბ ა ს !!

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply