ერაყის სპეცსამსახურებმა “ისლამური სახელმწიფოს” 40 წევრი დააკავე

ერაყის სპეცსამსახურებმა “ისლამური სახელმწიფოს” 40 წევრი დააკავეს ერაყის სპეცსამსახურებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 40 წევრი დააკავეს. როგორც სააგენტო “ფრანს პრესი” იტყობინება, რეიდები პროვინცია ბაღდადსა და დიალაში ჩატარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რეიდის დროს სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები, ე.წ. შაჰიდის ქამრები და დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს. სამშაბათს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა პროვინცია ანბარში მდებარე ქალაქ ელ-რამადის ცენტრალური ნაწილის გათავისუფლებისკენ მიმართული ოპერაცია დაიწყეს. აღნიშნულ ტერიტორიას ამ დრომდე აკონტროლებენ “ისლამური სახელწმიფოს” წევრები.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply