ჟარდინ მაჟურილი – ლურჯი ბაღი მაროკოში

Jardin_Majorelle-39მაროკოს ქალაქ მარაქეშში მდებარე ბაღი “მაჟურილი” მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღებისგან ლურჯი ფერის დომინირებით არის გამორჩეული. ბაღის გაშენება ფრანგმა მხატვარმა ჟაკ მაჟურილიმ 1920 წელს დაიწყო და თითქმის 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეებით ამდიდრებდა. ბაღის შენახვის ფინანსური სიმძიმიდან გამომდინარე, ჟაკ მაჟურილი იძულებული გახდა, 1947 წელს ბაღი დამთვალიერებლებისთვის გაეღო და შემოსვლისთვის გარკვეული საფასური დაეწესებინა.

ჟაკ მაჟურილი

1937 წელს მაჟურილიმ გადაწყვიტა ბაღში მდებარე შენობები, ტალავრები, კარიბჭეები, ქოთნები და ყველანაირი უძრავი ნაგებობა თუ ნივთი განსაკუთრებულად მდიდარი, მსუყე ფერებით შეეღება და ეს პროცესი მისივე სამხატვრო სტუდიის ფასადით დაიწყო (დღეს ამ სტუდიის შენობაში ბერბერულ სტილში მოწყობილი მუზეუმია გახსნილი). ფერებმა, რომელთა შორის ერთ-ერთს მოგვიანებით “მაჟურილის ლურჯი” ეწოდა,ბაღს,  ბუნებრივ მწვანესთან კონტრასტის ფონზე, კიდევ მეტი სილამაზე და სიმკვეთრე შესძინა.

ცნობილმა დიზაინერმა ივ სენ ლორანმა და მისმა პარტნიორმა პიერ ბერჟიმ ბაღი “მაჟურილი” მარაქეშში თავიანთი პირველი მოგზაურობისას, 1966 წელს აღმოაჩინეს და იმდენად მოეწონათ, რომ თითქმის ყოველ საღამოს იქ ატარებდნენ. 1980 წელს კი გადაწყდა ბაღის გაყიდვა და მისი სასტუმრო კომპლექსად გარდაქმნა. ივ სენ ლორანმაბაღი გამოისყიდა, სასტუმროდ ქცევას გადაარჩინა და ჟაკ მაჟურილის ხედვის შესაბამისად, ახალი სიცოცხლე შთაჰბერა მოვლის თანამედროვე მექანიზმებისა და ახალი მცენარეების შემომატებით. მცენარეების რაოდენობა 135-დან 300-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში ბაღისა და იქ მდებარე შენობების მოვლას 20 მებაღე ემსახურებოდა.

Pierre-Bergé-et-Yves-Saint-Laurent-à-la-porte-du-jardin.-

ივ სენ ლორანის გარდაცვალების შემდეგ პიერ ბერჟიმ ბაღი “მაჟურილი” გადასცა პარიზში მდებარე ფონდს, რომელიც ამ უკანასკნელთა სახელებს ატარებს.

ივ სენ ლორანის მემორიალი ბაღში

“მაჟურილი” დამთვალიერებლებისთვის ყოველდღე ღიაა, ოქტომბრიდან აპრილამდე დილის 8 საათიდან საღამოს 5:30 საათამდე, ხოლო აპრილიდან ოქტომბრამდე ნახევარი საათით მეტხანს, საღამოს 6 საათამდე. ხოლო რამადანის დროს ბაღი დილის 9 საათიდან მხოლოდ საღამოს 5 საათამდე იხსნება.

დაათვალიერეთ ბაღი “მაჟურილის” ფოტოები ჩვენს გალერეაში:

Jardin_Majorelle-5

Jardin_Majorelle-36

Jardin_Majorelle-6

Jardin_Majorelle-8

Jardin_Majorelle-7

Jardin_Majorelle-2

Jardin_Majorelle-1

Jardin_Majorelle-4

Jardin_Majorelle-9

Jardin_Majorelle-10

Jardin_Majorelle-11

Jardin_Majorelle-16

Jardin_Majorelle-15

Jardin_Majorelle-14

Jardin_Majorelle-13

Jardin_Majorelle-17

Jardin_Majorelle-18

Jardin_Majorelle-19

Jardin_Majorelle-20

Jardin_Majorelle-24

Jardin_Majorelle24

Jardin_Majorelle-23

Jardin_Majorelle-22

Jardin_Majorelle-26

Jardin_Majorelle-27

Jardin_Majorelle-29

Jardin_Majorelle-30

Jardin_Majorelle-34

Jardin_Majorelle-33

Jardin_Majorelle-32

Jardin_Majorelle-31

Jardin_Majorelle-35

Jardin_Majorelle-37

Jardin_Majorelle-38

Jardin_Majorelle-39
f
riday.ge

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply