როგორ ზრდიან იაპონელი მშობლები დამჯერ ბავშვებს

d1a8e82701d2a4a4ccf6024cabab2807ყველასთვის ცნობილია იაპონური აღზრდის ოქროს წესი: ხუთ წლამდე ბავშვი იმპერატორია; ხუთის შემდეგ – მონა; 15 წლიდან – თანატოლი. ხუთ წლამდე ბავშვს საერთოდ რომ არ სჯიან და არ ეჩხუბებიან, შუა საუკუნეების ფილოსოფოსების დამსახურებაა. როგორ ხდება ბავშვის აღზრდა იაპონური მეთოდით ხუთ წლამდე? წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: პატარამ არ დაუჯერა დედას, ხელი გააშვებინა, ქვიან ბილიკზე გაირბინა და დაეცა. როგორ მოიქცეოდით თქვენ? აი იაპონელი დედა ბავშვს ააყენებს და ბოდიშს მოუხდის, რომ დაცემისგან ვერ დაიცვა. პატარამ მაღაზიაში სათამაშო გადმოაგდო და გატეხა? მენეჯერი ბოდიშს უხდის პატარას იმის გამო, რომ სათამაშო მისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე იდო, უხარისხო და მსხვრევადი გამოდგა. თუმცა, დედა ბავშვს შენიშვნას მაინც აძლევს, ძალიან პატარასაც კი. უფრო სწორად, შენიშნვას კი არა მინიშნებას, ისე, რომ ღირსება არ შეულახოს. ხუთი წლის შემდეგ ბავშვს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებენ. თავდაპირველად ცოტას და ადვილად შესასრულებელს. მოგვიანებით მშობლების მოთხოვნები იზრდება და სერიოზულდება. თუ ბავშვი მათ არ შეასრულებს, სჯიან და არა მხოლოდ მას, არამედ მთელ ჯგუფს, კლასს. ამასთანავე, დამნაშავის სახელსა და გვარს არ ასახელებენ. მიჩნეულია, რომ თუ კონკრეტული დანაშაულისთვის დამნაშავეს დასჯიან, გაუბრაზდებიან ან დაადანაშაულებენ, მას შერცხვება და ეს მის მიმართ გამოვლენილი სისასტიკე იქნება. სწორედ კლასელებთან დამცირების გამო იკლავს უამრავი სკოლის მოსწავლე თავს. წახალისება იაპონელებს დაუშვებლად მიაჩნიათ ბავშვის დასჯა, მასთან ჩხუბი. ბავშვი კოლექტივისგან არ უნდა გაირიყოს. სკოლის მოსწავლეებს კლასში რომ ჰკითხოთ, ვინ შეასრულა საშინაო დავალება სრულყოფილად, ხელს არავინ აიწევს. მაგრამ თუ მასწავლებელი იკითხავს, ვინ ვერ მოასწრო გაკვეთილის სწავლა ბოლომდე, ხელს ყველა ბავშვი ასწევს. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი შეიძლება ყველას ჰქონდეს ნასწავლი. ბავშვმა იცის, რომ მოკრძალებული უნდა იყოს. იაპონიაში მოხვედრილი უცხოელი სწრაფად ამჩნევს, რომ იქაური ბავშვები ჭირვეულები არ არიან. არც ისტერიკები ჩვევიათ, არც მშობლები ეჩხუბებიან უზნეო საქციელის გამო. რით არის გამოწვეული ეს უჩვეულო ჰარმონია? საქმე ისაა, რომ ძველად იაპონელი ქალებისთვის შრომა და ბავშვის მოვლა განცალკევებულად შეუძლებელი იყო. რაც არ უნდა ეკეთებინა დედას, ბავშვი ყოველთვის თან ჰყავდა სხეულზე მიკრული. ამის გამო ბავშვი ყველა ოჯახური საქმის თანამონაწილე იყო, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. თან დედა განუწყვეტლივ ელაპარაკებოდა შვილს. საუკუნეების განმავლობაში ასეთმა მიჯაჭვულობამ თავისი შედეგი გამოიღო – გარდა ზემოხსენებული ჰარმონიიისა, იაპონიაში ბევრი ისეთი შემთხვევაც ფიქსირდება, როცა ბავშვები ჯერ ლაპარაკს იწყებენ და შემდეგ – სიარულს. იაპონიაში ბავშვებს მამაკაცებიც ისეთივე რუდუნებით უვლიან, როგორც ქალები. მშობლები არასოდეს ამბობენ უარს შვილთან ფიზიკურ კონტაქტზე. ბავშვებს მშობლების გვერდით საშუალოდ 10 წლის ასაკამდე სძინავთ. ასეთი მჭიდრო სიახლოვის გამო ბავშვი ეჩვევა, რომ სხვას ხელი არ უნდა შეუშალოს, რომ წყნარად უნდა მოიქცეს. ასე ეჩვევა ზრდილობასა და თავაზიანობასაც. იაპონელები არც უკმაყოფილებას გამოხატავენ ყვირილით – მზერა და ინტონაცია სავსებით საკმარისია. შვილები უსიტყვოდაც ხვდებიან, რას იქრობენ მათ საქციელზე მშობლები. თანამედროვე იაპონელი ქალები, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ან არ მუშაობენ, ან მინიმალური დატვირთვით შრომობენ, რათა დროს უმეტესი ნაწილი შვილებს მიუძღვნან.

წყარო:mshoblebi.ge

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply