სირიაში უდიდესი დაჯგუფების მეთაური და ლიდერია ლიკვიდირებული

სირიაში უდიდესი დაჯგუფების მეთაური და ლიდერია ლიკვიდირებული.
სირიაში ავიადარტყმების შედეგად, რომელიც დამასკოს გარეუბანში განხორციელდა, განადგურებულია უდიდესი სირიული დაჯგუფება “დაიშ ალ ისლამის” მეთაური და რამდენიმე ლიდერი . ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება. სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, დაიღუპა “ისლამის არმიის” დამაარსებელი ზაჰრან ალიუში და რამდენიმე ლიდერი. მათივე ცნობით, ავიადარტყმა რუსეთის ავიაციამ განახორციელა. რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა. “ისლამის არმია” ამბოხებულთა ერთ-ერთი გავლენიანი დაჯგუფებაა, რომელიც საუდის არაბეთის მხარდაჭერით სარგებლობს – წერს გამოცემა.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply