გამოკითხულთა უმრავლესობა საგაზეთო სტატიებიდან ყველაზე მეტი ინტერესით შიდაპოლიტიკურ მოვლენებს კითხულობს

გაზეთ “კვირის პალიტრის” 14-17 დეკემბრის გამოკითხვის თემას – “საგაზეთო სტატიები” – 450 რესპონდენტი გამოეხმაურა. კითხვა ასეთი იყო: “რა სახის საგაზეთო სტატიებს კითხულობთ ყველაზე მეტი ინტერესით?” მკითხველს რედაქციის მიერ შეთავაზებული ჩამონათვლის მიხედვით უნდა შეედგინა რეიტინგი, სადაც მაქსიმალური შეფასება 9, ხოლო მინიმალური – 1 ქულა. გამოკითხვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეიტინგული მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალო ქულას, რომლის მიხედვითაც შედგა რეიტინგი: 1. შიდაპოლიტიკური მოვლენები 7.88 2. სოციალური თემები 7.33 3. მსოფლიო პოლიტიკა 6.18 4. მედიცინა 5.19 5. კულტურა, სპორტი 4.34 6. რელიგია 4.11 7. კრიმინალი 3.81 8. მეცნიერებისა და ტექნიკის სიახლეები 3.09 9. ბიზნესი და ეკონომიკა 3.06

 

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply