დედა ტერეზას წმინდანად შერაცხავენ

რომის პაპმა ფრანცისკემ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც დედა ტერეზას წმინდანად შერაცხვისთვისაა საჭირო.

კანონიზაციის ზუსტი თარიღი ვატიკანში ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დედა ტერეზას წმინდანად მომავალი წლის სექტემბერში შერაცხავენ.

დედა ტერეზას წმინდანად შერაცხვა დიდი ხნის წინ იგეგმებოდა, თუმცა მისი ბეატიფიკაცია ამ დრომდე არ მომხდარა. შესაბამისად, რომის პაპის აღნიშნულ გადაწყვეტილებას კათოლიკე მორწმუნეები მიესალმებიან.

დედა ტერეზა (Agnes Gonxha Bojaxhiu) ალბანელი კათოლიკე მონაზონი იყო, რომელმაც ორგანიზაცია “ქველმოქმედების მისიონერები” დააფუძნა და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

40 წლის განმავლობაში მან ინდოეთში კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას მიუძღვნა თავი.

დედა ტერეზა 1997 წლის სექტემბერში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply