სოციალური ექსპერიმენტი – ბავშვებს კითხეს, საჩუქრის მიღება სურდათ თუ მშობლისთვის გაგზავნა

ატლანტაში სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარეს. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახის შვილები რთული არჩევანის წინაშე დააყენეს და კითხეს – საჩუქრის მიღება უფრო სურდათ თუ მშობლისთვის გაგზავნა.

ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვებს, რომლებიც 6-დან 11 წლამდე ასაკის არიან, ორი სახის საჩუქარი შესთავაზეს – ერთი, რომელიც შეეძლოთ თავისთვის აერჩიათ და მეორე, რომლის გაგზავნას მშობლებისთვის შეძლებდნენ.

პატარები სასურველი საჩუქრის მიღებამ გაახარა, თუმცა საბოლოოდ მათ ის საჩუქარი აირჩიეს, რომლის გაგზავნას საკუთარ ოჯახში შეძლებდნენ.

„საჩუქრებს ყოველწლიურად ვიღებ, დედა კი – არაფერს. ის ყოველთვის ჩვენთანაა, როცა ავად ვართ და გვეხმარება. სახლს ალაგებს და დავალების მომზადებაში მეხმარება. ამიტომაც, საჩუქარს მისთვის ავირჩევ“, – განაცხადეს ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვებმა.

სოციალურ ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვები ატლანტის იმ რაიონიდან არიან, სადაც მოსახლეობის 83% დაბალი შემოსავლის მქონეა. მათი უმრავლესობა საშობაოდ ოჯახებში ნაძვის ხის მორთვასაც ვერ ახერხებს.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply