27 დეკემბერი

537 : აია-სოფიას მშენებლობა დასრულდა.
1703 : პორტუგალიამ და ინგლისმა ხელი მოაწერეს მეთუენის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით პორტუგალიიდან იმპორტირებულ ღვინოს საბაჟო შეღავათები დაუწესდა.
1831 : ჩარლზ დარვინი იწყებს მოგზაურობას ხომალდ ბიგლით, სადაც მოგვიანებით მან ევოლუციის თეორიის ფორმულირება მოახდინა.
1904 : ჯეიმზ ბარის სპექტაკლ პიტერ პენის პრემიერა გაიმართა ლონდონში.
1918 : დაიწყო პოლონელთა დიდი აჯანყება გერმენელების წინააღმდეგ.
1923 : იაპონელი სტუდენტი ნამბა დაისუკე ცდილობს უფლისწულ ჰიროჰიტოს მკვლელობას.
1927 : ლევ ტროცკი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს.
1932 : ნიუ-იორკში რადიო სიტი მიუზიკ ჰოლი გაიხსნა.
1932 : საბჭოთა კავშირში ერთიანი საპასპორტო სისტემა შემოიღეს.
1945 : მსოფლიო ბანკი შეიქმნა 28 ქვეყნის მთავრობის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით.
1949 : ნიდერლანდის დედოფალი ჯულიანა ინდონეზიის დამოუკიდებლობას ცნობს.
1978 : ესპანეთში დემოკრატია მყარდება 40 წლიანი დიქტატურის შემდეგ.
1979 : საბჭოთა კავშირი ავღანეთზე კონტროლს აწესებს. ბარბაკ კარმალი ცვლის მოკლულ პრეზიდენტ ჰაფიზულა ამინს.
1985 : პალესტინელი ტერორისტები რომისა და ვენის აეროპორტებში 18 ადამიანს კლავენ.
2001 : ჩინეთი და აშშ პერმანენტულ ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ.
2007 : პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო მოკლეს საარჩევნო კამპანიისას ისლამაბადთან.
2010 : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩიეს.

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply