რა მოხდება, თუკი ცხელ ჩაის -40°С ტემპერატურაზე პოლარულ წრესთან დავასხამთ?

ყველამ იცის, რომ წყალი მინუს ტემპერატურაზე ყინულად იქცევა, მაგრამ გინახავთ ეს პროცესი თვალნათლივ?

ფოტოგრაფმა მაიკლ დევისმა არაჩვეულებრივი ფოტოები შემოგვთავაზა, სადაც ასახულია, როგორ ასხამს თერმოსიდან მისი მეგობარი ცხელ ჩაის -40°С ტემპერატურაზე.

ასეთ დაბალ ტემპერატურაზე წყალი და განსაკუთრებით პატარა წინწკლები მყისიერად იქცევა ყინულად და ქმნის ყინულის შლეიფს.

 

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply