სოფელ მუსხის სახალწლო ტრადიციები

ახალ წელს ყველა ცდილობს განსაკუთრებულად შეხვდეს. ამიტომ მრავალფეროვანია საახალწლო ტრადიციები. მეც მინდა საინტერესო ტრადიციის შესახებ გიამბოთ რომელიც მესხეთში არსებობს.
საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა ხოლმე საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: “ხარის ქედის” მრგვალ კვერებს, ცხვრის “ბუჟუნას”, რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, “ბედის პური” ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს. შემდეგ დიასახლისი აცხობდა “ბანის პურებს” და “ქათამ-წიწილას” პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა. 6808_videoმამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; “ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი.” ბასილას პურს შუაგულში უდებთ ხურდას  ფულს უდებდნენ, რომელიც ოჯახიდან ერთ-ერთ წევრს შეხვდებოდა და წამდათ რომ ეს წელი მას ბედნიერებას მოუტანდა. 1 იანვარს ოჯახის უფროსი შევიდოდა ძროხების სადგომში და მათაც მიულოცავდა ახალ წელს :) თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებდნენ ოჯახის წევრები სწამდათ რომ ბედნიერების და ბარაქის წელი ექნებოდათ .
ასეთი საინტერესო ტრადიციები იყო სამცხე-ჯავახეთში და მინდა რომ არ დაიკარგოს ეს მშვენიერი ტრადიციები.

სრულად იხილეთ ამ ლინკზე http://rustavi2.com/ka/news/6808

Leave a Reply