მოხალისეთა უფლებები და ვალდებულებები

მოხალისის უფლებები:  მოხალისემ უნდა შეასრულოს მოხალისებრივი სამუშაო, რომელიც რთულია და საყურადღებო; მოხალისის უფლებაა მოხალისეობრივი საქმიანობის დაწყებამდე გაეცნოს მომავალ საქმიაონობას, ჩაუტარდეს ტრენინგი და გამოეყოს ზედამხედველი (კოორდინატორი); მოხალისემ უნდა გააცნობიეროს, რომ მისი, როგორც მოხალისის ძალისხმევა ემსახურება საერთო მიზანს. მოხალისეს საკუთარი წვლილი შეაქვს ორგანიზაციის მისიის შესრულებაში; მოხალისეს უფლება აქვს მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია, დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას ორგანიზაციაში ყოფნის დროს და არ გაახმაუროს იგი; მოხალისეს უფლება აქვს ფლობდეს ორგანიზაციაში არსებულ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება მის სამუშაო პროცესს; მოხალისეს არ უნდა გაუცრუვდეს მოლოდინები და არ კარგოს, დრო ფუჭად ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის არასწორი დაგეგმის ან კოორდინაციის გამო.download

მოხალისის ვალდებულებები: მოხალისე ვალდებულია შეასრულოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელთა შესრულებაც მის ძალებს არ აღემატება; მოხალისე ვალდებულია მოხალისეობრივი საქმიანობა შეასრულოს განსაზღვრულ დროში; მოხალისე ვალდებულია ჩაიცვას ორგანიზაციის პროვაიდერის/სააგენტოს მოთხოვნის

შესაბამისად; მოხალისე ვალდებულია დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს მისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით; მოხალისე ვალდებულია იმოქმედოს ორგანიზაციის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად; მოხალისე პატივს უნდა სცემდეს მისთვის მინიჭებულ ნდობას; მოხალისე გონივრულად უნდა შეხვდეს და პატივისცემით მოეკიდოს სხვების მიერ მისთვის გაზიარებულ იდეებსა და აზრებს; მ ო ხ ა ლ ი ს ე თ ა რ ე კ რ უ ტ ი რ ე ბ ი ს ა დ ა მ ა რ თ ვ ი ს ს ა ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ე ლ ო 4 მოხალისე ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს ორგანიზაციას სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო განრიგის შეცვლის შესახებ.84c62570e0ccedc84362eb6bba132ae9

One thought on “მოხალისეთა უფლებები და ვალდებულებები

  1. არაერთხელ ვყოფილვარ მოხალისე და უფრო მეტად სასიამოვნო სამუშაოა ვიდრე დამღლელი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი, სოციალური საქმის კეთება გიწევს და არა რაიმე ექსპლუატაციის საგანი ხდები.
    ბევრი პროგრამა არსებობს, მოხალისეობრივი, სრულიად აფინასებენ და საზღვარგარეთ მოხალისეობ. ცუდია, რომ მხოლოდ 18 წლის ზემოთაა, ამიტომ მოუთმენლად ველოდები როდის შემეძლება ასეთ პროგრამაში მონაწილეობა მივიღო. ახლა მაგალითად, მოხალისეები ხმელთაშუა ზღვაში ზღვის კუებს ეხმარებიან, საპასუხისმგებლო საქმეა და დასაფასებელი. თან ქვეყნებს ნახულობ და თან საზოგაოებას ეხმარები, საოცნებო საქმეა)

Leave a Reply