როგორ აისახება სიღარიბე ბავშვის განათლებაზე

12431400_1545937345728284_38900102_n

მსოფლიოში მილიონობით ბავშვი არის სწავლის გარეშე დარჩენილი და მათ არ აქვთ იმის შანსი რომ მათ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ, ამიტომ ჩვენმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა და აღარ იყვნენ ბავშვები რომლებსაც განათლება არ აქვთ მიღებული

დღეს საქართველოში 2 ათასზე მეტ ბავშვს სრულყოფილ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც სკოლაში საერთოდ არ უვლიათ. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევების მიხედვით, ბოლო წლებში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ორი პროცენტით გაიზარდა. როგორ აისახება ბავშვთა სიღარიბე მათ განათლებაზე და რატომ ვერ გახდა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა ბავშვზე ორიენტირებული?
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი”, რამდენიმე წელია მიუსაფარი ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქმიანობს. ამჟამად ცენტრი თბილისში არსებულ ერთ ტრანზიტულ და ერთ “World vision-ის” დღის ცენტრში 25-მდე ქუჩაში მყოფ ბავშვთან მუშაობს. ცენტრის ხელმძღვანელის ნინო თოდუას ინფორმაციით, ერთ ცენტრში 6 ბავშვი ირიცხება, მეორეში კი – 15. მოზარდების ასაკი შვიდი წლიდან 18 წლამდეა. ნინო თოდუას ინფორმაციით, ცენტრში ისეთი ბავშვებიც არიან, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ. “14 წლის ბავშვი გვყავს ასეთი და 11 წლის. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ბავშვები დღის ცენტრებთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლებში ჩაგვერიცხა. ასეთი ბავშვებისთვის სახელმწიფოს სპეციალური ინდივიდუალური სასწავლო გეგმა აქვს შემუშავებული. თუმცა, ეს გეგმა, ბუნებრივია, ისეთი ვერ იქნება, რასაც წლების განმავლობაში მათი თანატოლები გადიან”.

რატომ ვერ დაძლია სახელმწიფომ ბავშვთა სიღარიბე? – გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მცხოვრები ბავშვების სიღარიბის ბოლო კვლევა 2013 წელს ჩაატარა. 2011 წლის კვლევებთან შედარებით, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ორი პროცენტით იყო გაუარესებული. ორგანიზაცია მსგავსი ტიპის კვლევებს ყოველ ორ წელიწადში ატარებს. რა შეიცვალა ბავშვთა სიღარიბის კუთხით ბოლო ერთ წელში და როგორ აისახება ლარის ინფლაცია ბავშვების სიღარიბეზე? – ამ პროცესების კვლევას ორგანიზაცია ახლა იწყებს და შედეგები სამ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, მოკვლევითი მონაცემებიდანაც ჩანს, რომ სახელმწიფომ ბავშვთა მიმართ სოციალური პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეცვალოს.

Leave a Reply