როდის დაიბეჭდა პირველი გაზეთი საქართველოში?

ჩემი ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ნაბეჭდი გაზეთის ისტორიას, რადგან ვფიქრობ რომ ეს საკითხი ძალიან საინტერესო იქნება . ეს ისტორია დიდ როლს თამაშობს ჟურნალისტობის განვითარებაში, :)
12380374_955821611156161_2028322095_n.jpg
ცნობილია, რომ ნაბეჭდი გაზეთების ისტორია იწყება 1609 წლიდან, როცა სტრასბურგში გერმანულ ენაზე გაზეთი “სტრასბურგერ რელასიონი” გამოვიდა. აქ არ შევუდგები ევროპასა და რუსეთში ბეჭდვითი სიტყვის განვითარებაზე საუბარს, მე-17 – მე-18 საუკუნეების საქართველოში კი, შინააშლილობის თუ გარეშე მტრების შემოსევების გამო, არც საამისო პირობები იყო და არც საშუალება. ალბათ, ერთადერთი გამონაკლისი იყო ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსება და 1712 წელს “ვეფხისტყაოსნის” გამოცემა. მდგომარეობა მეტ-ნაკლებად იცვლება მე-18 საუკუნის სამოციანი წლებიდან. მამის – თეიმურაზ მეორის გარდაცვალების შემდეგ, კახეთის მეფე ერეკლე მეორემ ქართლ-კახეთი გააერთიანა და მისი საზრიანი მეფობის წყალობით ქვეყანა სამეურნეო და კულტურული აღორძინების გზას დაადგა. დაიწყო სახელმწიფოს ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა და, ბუნებრივია, ბეჭდვითი სიტყვის საჭიროების პირობები ჩვენშიც წარმოიშვა.ზაქარია ჭიჭინაძე, თანამედროვეთაგან შეკრებილი ცნობების საფუძველზე, ერეკლე მეორის კარზე ეთდროული პერიოდული ნაბეჭდი ფურცლების არსებობაზე საუბრობს. თბილისში მოღვაწე უცხოელ მისიონერებს თავიანთი ქვეყნებიდან გაზეთები მოსდიოდათ და, ბუნებრივია, მათით ქართველებიც ინტერესდებოდნენ. მაშინდელი ბატონიშვილებიც ხშირად მიემგზავრებოდნენ რუსეთში და რუსულ გაზეთებს ეცნობოდნენ, განსაკუთრებით იმათ, რომლებშიც საქართველოზე მასალები იბეჭდებოდა. ასე, რომ გასაკვირი არ არის, თბილისშიც ყოფილიყო ნაბეჭდი გამოცემა (და არა გაზეთი). თითქოს იწყეს კიდეც 1787 წელს გაზეთის მსგავსი ფურცლების ბეჭდვა, რომელსაც “ლეპორტი” ერქვა. იმ დროს ეს საკითხი წესრიგში რომ მდგარა, ამას იოანე ბატონიშვილის “კალმასობაც” ადას04.03ტურებს. გიორგი მეთორმეტესათვის 1799 წელს წარდგენილ სახელმწიფო მართვა-გამგეობის პროექტში საგანგებო პუნქტად შეტანილია: “…აგრეთვე იბეჭდებოდეს გაზეთი თვეში ორჯერ. აქედამაც იქნება შემოსავალი და ხალხნიც შეეჩვევიან.”

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მოსახლეობის ინფორმირების საჭიროება კიდევ უფრო აუცილებელი შეიქმნა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აღა-მაჰმად-ხანის დარბეული სტამბა გენერალმა ციციშვილმა 1804 წელს შეაკეთა და ხელისუფლების ბრძანებებისა და განკარგულებების ბეჭდვა დაიწყო.მომდევნო პერიოდში რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოში მრავლად შემოდიოდა ჟურნალ-გაზეთები, რომელთაც ქართველი თავადაზნაურებიც ეცნობოდნენ. ეს, ბუნებრივია, ქართულად გაზეთის გამოცემის სურვილს აძლიერებდა. ამის შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას 1819 წელს ეძლევა. გაზეთის გამოცემის წინაპირობა იყო ქართველი ხალხის აქტიური წარმომადგენლების მიზანი – მოსახლეობაში სწავლა-განათლება შეეტანათ და გაევრცელებინათ ინფორმაცია კულტურულად დაწინაურებული ერების გამოცდილების შესახებ (ი. მჭედლიშვილი).
როგორც აღვნიშნეთ, გაზეთის პირველი ნომერი დოდაშვილის ქალმა გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. იგი 1819 წლის 8 მარტით არის დათარიღებული. ამრიგად, ამ დღიდან იწყება ქართული ჟურნალისტიკის ისტორია და ამ დღეს ქართველი ჟურნალისტები პროფესიულ დღესასწაულს ვზეიმობთ (ახალი სტილით 21 მარტი).

გაზეთში მასალები ასე იყო განლაგებული:
* ჯერ იბეჭდება სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ამბები და უმაღლესი ბრძანებები (უმაღლეს პირთა დანიშვნა, დაწინაურება, ოფიცერთა გადაყვანა-გადმოყვანა, დაჯილდოება, პენსიების დანიშვნა).
* გამოცხადებანი “ისპოლიტელნაია ექსპედიციის,” “საქარღველოს კეთილშობილ დეპუტატთა შეკრებულობის” და სხვა.
* “უცხო ქვეყნების ამბავი.”
* “შერეული ამბავი,” – სხვადასხვა ხასიათის მასალები (ძირითადად რუსული და უცხოური გაზეთებიდან გადმობეჭდილი).
ცნობისათვის: 1819 წელს თბილისში გაიხსნა კლუბი, რომელსაც ბიბლიოთეკაც ჰქონდა. ეს კლუბი ფრანგულ და ინგლისურ გაზეთებს იწერდა, რაც “ქართული გაზეთისთვის” გარკვეულ წყაროს წარმოადგენდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ მარტო ოფიციალური რუსული და უცხოური პრესა “ქართული გაზეთის” ერთადერთ წყარო არ იყო, იგი ადგილობრივ ცხოვრებასაც ასახავდა და თანამშრომელთა მიზიდვასაც ცდილობდა. 1819 წლის მესამე ნომერში სთხოვს კიდეც “მოყვარეთ სიტყვიერის სწავლისათა, რათა მოსცენ მათ ქართულ ენასა ზედა სხვადასხვა ცნობანი, მოთხრობანი, ყურადღებისა ღირსთა საგანთათვის.”
გაზეთს მასალებს აწვდიდნენ “აღმასრულებელი ექსპედიცია,” თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექცია, “საქართველოს კეთილშობილ დეპუტატთა შეკრებულობა” და სხვა ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, საჭირო ცნობებს რედაქციის მუშაკებიც მოიძიებდნენ.
“ქართული გაზეთის” გამოცემის პერიოდში საქართველოში ერთადერთი სტამბა იყო და, ბუნებრივია, ეს გაზეთიც იქ იბეჭდებოდა. იგი ცალკე კორპუსის შტაბს ეკუთვნოდა და 1816 წელს იყო დაარსებული.

პირველი ქართული გაზეთის გამოცემა მაინც პროგრესული მოვლენაა, რადგანაც იგი სამამულო ჟურნალისტიკის პირველი მერცხალი იყო.

Leave a Reply