საახალწლო ფუსფუსი

დღეს ყველა ოჯახში საახალწლო ფუსფუსია, ყველას ფანჯრიდან გამოდის სასიამოვნო სურნელი, ყველა ბავშვი ამაოდ ცდილობს ახლა დაიძინოს, რომ მერე თოვლის ბაბუას ნახვა მოახერხოს, მოუთბელნლად ელიან რა საჩუქარს მიიღბენ წელს. ზოგი კვლავ იმაზე ფიქრობს რა ჩაიცვას ან თმები როგორ დაივარცხნოს. ერთი სიტყვით ყველა მოუსვენრადაა!
large (1)

ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია და პატარებთან ერთად დიდებიც დიდი სიხარულით ეგებებიან ამ დღეს. ახალი წელი ყველა ქვეყანაში აღინიშნება და მისი აღნიშვნის ტრადიციაც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.

საქართველო

ქართული ტრადიციის მიხედვით, თოვლის ბაბუა თეთრ ჩოხაში გამოწყობილი წვერ-ულვაშიანი მომღიმარი კეთილი მოხუცია, რომელსაც ხურჯინი აქვს მხარზე გადაკიდებული და ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის.საქართველოში ახალ წელი თოვლის ბაბუასთან ერთად მეკვლესთანაც ასოცირდება. ტრადიციის მიხედვით, მეკვლეებს დიდი მოწიწებით ირჩევენ. იგი პირველია ვინც ახალი წლის ღამეს შედის ოჯახში და ხვავსა და ბარაქას უსურვებს მათ. ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე – სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წელი მარტში გადაიტანეს. მარტში ახალი წლის აღნიშვნა გამართლებულიც იყო. რაღა მაინც და მაინც შუა ზამთარში? წელიწადი ხომ გაზაფხულით იწყება?! მაგრამ საბოლოოდ საქართველოში ახალი წელი ისევე როგორც სხვაგან 1 იანვარს აღინიშნება.

არგენტინა

ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი არ არსებობს.

ბულგარეთი

ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშბლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას ძველი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბუგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია.

large (4)

ირლანდია

ახალი წლის ღამეს, ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს ფართოდ აღებენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს — „მშვიდობა ამ სახლსა და მთელ მსოფლიოში!“ შესვამენ.

მიკრონეზია

მიკრონეზიის ერთ–ერთი კუნძულის მოსახლეობა ყოველ ახალ წელს სახელს იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. პირველ იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები, თავიანთ ახალ სახელს პირზე ხელმიფარებულები წარმოთქვამენ, ამავე დროს, ოჯახის სხვა წევრი დაირას აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს, რის გამოც ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ ჯეკსონი ერქვა.

large

ჩინეთი

ჩინეთში ახალი წელი მთვარის კალენდრით აღინიშნება, რის გამოც თარიღი მოძრავია და 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე მერყეობს.

გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს!

large (2)

Leave a Reply