ბაბუა თეთრ-წითელ სამოსში

სანტა კლაუსის, როგორც ხალისიანი, საშობაო, საჩუქრებით დატვირთული მარხილიანი ბაბუას სახე, აშშ-სა და კანადაში მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა. 1809 წელს მის შესახებ “ნიუ-იორკის ისტორიაში” ვაშინგტონ ირვინგი მოგვითხრობდა.santaclaus1863harpers თემა, მოგვიანებით, 1832 წელს განავრცო კლემენტ კლარკ მურმა პოემაში – “შობის წინა ღამე” (იგივე ” წმინდა ნიკოლოზის ვიზიტი” A Visit from St. Nicholas). 1863 წელს Harper’s Weekly – ს მხატვარმა ტომას ნესტმა სანტა-კლაუსის კარიკატურები შექმნა, რომლებიც შემდეგ საბავშვო ლიტერატურის ილუსტრაციებადაც გამოიყენა. მე-20 საუკუნის დასაწყისში სანტა კომერციული მიზნებით პირველად რეკლამებში გამოჩნდა. მაგალითად, 1915 წელს კომპანია White Rock Beverages – მა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებს შორის პირველმა გამოიყენა ეს პერსონაჟი თავისი მინერალური წყლების გაყიდვების გასაზრდელად. იგივე კომპანიამ სანტას სახე 1923 წელს ჯანჯაფილის სასმელის (Ginger Ale) რეკლამაშიც გამოიყენა. White Rock Beverages-ის სარეკლამო განცხადებებში სანტას უკვე ეცვა თავისი საფირმო “თეთრ-წითელი” სამოსი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა კეთილმა ბაბუამ მას შემდეგ შეიwhite rock beverages santaძინა, რაც ის Coca-Cola-ს რეკლამაში გამოჩნდა. 1931 წელს მხატვარმა ჰედონ სანდბლომმა მანამდე არსებული სანტა “სრულყო”, ანუ “დახატა თავად სანტა და არა ადამიანი, რომელსაც უბრალოდ სანტას კოსტუმი ეცვა”.
მას შემდეგ სანტა ძალიან პოპულარული გახდა და პირველ რიგში, ის სწორედ სანდბლომის ნახატთან ასოცირდება. საშობაოდ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები სანტას “ცხოვრებიდან”, ხოლო მის “ბიზნესს” სახელმწიფო უწყებებიც კი სერიოზულად ეკიდებიან. მაგალითად, სანტას შეერთებულ შტატებში შემოსვლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაფრენის “უფლებას” სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო აძლევს. აღსანიშნავია, რომ 1995 წელს ერთ-ერთმა გაზეთმა შეცდომით “სანტას ცხელი ხაზის” ნომრად ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავ დაცვის გაერთიანებული სამმართველოს (NORAD) ნომერი მიუთითა. NORAD-ში გადაწყვიტეს, არ გაეწბილებინათ პატარები, რომლებიც სანტას ურეკავდნენ და ბავშვებს აწვდიდნენ სანტა-კლაუსის მარხილის კოორდინატებს. აღნიშნული ინციდენტი ტრადიციად ჩამოყალიბდა .

Leave a Reply