“ისინი ოცნებობენ ჰქონდეთ ტელევიზორი საახალწლოდ, საწოლი და მაგიდა… “

wp-1451829577550

ფეისბუკში საგარეჯოში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის შესახებ
ინფორმაციას KHATO GABRITCHIDZE ავრცელებს. 6 სულიანი ოჯახს ჯანმრთელობის პრობლემების გარდა მძიმე სოციალური პრობლემებიც აქვს.
“საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილზე, ყოფილი კოლეჯის შენობაში, უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს იაგანაშვილების 6 სულიანი ოჯახი. 10 წლის ლუკა, 7 წლის ნუკრი , 5 წლის ნიკოლოზი და 2 წლის მარი იაგანაშვილები საშინელ გაჭირვებაში იზრდებიან, ბავშვებს არ აქვთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საჭმელი, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები… მათი საახალწლო სურვილები სხვა ბავშვებისგან განსხვავებულია. ისინი ოცნებობენ ჰქონდეთ ტელევიზორი საახალწლოდ, საწოლი და მაგიდა…
ლუკა იაგანაშვილს ეპილეფსია აქვს და გარდა ამისა, მარცხენა ხელი პარალიზებული და უმოძრაო, ესაჭიროება დეპაკინი 500მგ. 
შეხედეთ ამ ბავშვების მოლოდინით და ვედრებით სავსე თვალებს და მიმოიხედეთ სახლში, იქნებ მოიძიოთ რამე, რაც ამ ბავშვებს გამოადგებათ, მათ კი ყველაფერი სჭირდებათ _ ავეჯი, საჭმელი, ტანსაცმელი, ელემენტალური ჰიგიენური საშუალებები… თეთრეული, ქვაბები, ფარდები… ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი… დავპირდით, რომ შევუძენდით მასალას ოთახების გასასუფთავებლად, საჭიროა შპაკლი, ცემენტი, ლინელიუმი, შპალერი…
ბავშვებს ესაჭიროებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ლუკას ფეხის ზომა 36 აქვს, ნურის 34, ნიკოლოზს 30 და მარის 22.
ვაგროვებთ ყველაფერს, მიმოიხედეთ სახლში, რა შეიძლება გაიმეტოთ ამ ბავშვებისთვის…
ერთად გავახაროთ ეს ბავშვები!…”

Leave a Reply