სამი რა რაც აუცილებლად უნდა კააკეთო მაიმუნის წელში

მე მინდა მოგიყვეთ თუ რა არის გასაკეთებელი მაიმუნის  წელში საჭირო ალბათ ბევრ თქვენგანს გასჩენია კითხვა, რას ნიშნავს მაინც ეს ტრადიცია – ყოველ წელს რატომ ველოდებით გაფაციცებით, ინფორმაციას იმაზე თუ “რისი წელი მოდის” და რას მოგვიტანს იგი, წლის მმართველის ხასიათიდან გამომდინარე. ძველი, ჩინური ლეგენდის თანახმად, ბუდასთან გამოსამშვიდობებლად მისულმა ცხოველებმა ვირთხამ, ხარმა, ვეფხვმა, კურდღელმა (კატამ), დრაკონმა, გველმა, ცხენმა, თხამ (ცხვარმა), მაიმუნმა, მამალმა, ძაღლმა და ღორმა მიიღეს უფლება, თორმეტ წელიწადში ერთხელ წლის მმართველებად ქცეულიყვნენ და ადამიანთა ბედ-იღბალი განესაზღვრათ. დამდეგი ახალი წელი იცით ალბათ უკვე (ყურმოკრულად მაინც), რომ მაიმუნის წელია, თანაც ჩვეულებრივი უვნებელი მაკაკის კი არა, წითელი და ცეცხლოვანი მაიმუნისა, რომელიც სამყაროს 2016 წელს არაერთგზის “გამაიმუნებას” ჰპირდება… მაიმუნები ხომ ყველაზე არაპროგნოზირებადი, მავნე თუმცა, კი სასაცილო და საშინლად საყვარელი არსებები არიან. 2016 წლის ზოგადი ტენდენციების შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი წინამორბედ სტატიებში, რომელიც საიტზე გამოქვეყნდა, თუმცა დღეს მინდა ცოტა უფრო დეტალურად მოგცეთ საშუალება მომავლი წლის პერიპეტიებში გაერკვეთ და დაგეგმოთ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები როგორიცაა: დაოჯახება, ორსულობა, სამსახურის ცვლა და ა.შ. 1. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას – მართალია, მაიმუნის წელს, ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში კარგი ემოციები და მოულოდნელი სიურპრიზებიც მოაქვს, მაგრამ როგორც ჩინული კალენდარი გვამცნობს, ასეთ წლებში მატულობს ინფექციური, ვირუსული და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების ალბათობა. შესაბამისად, ყურადღებით მოეკიდეთ იმუნიტეტს. არანაკლებ მაღალია ასევე ტრავმულობის კოეფიციენტიც. შესაბამისად, საჭესთან სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ ყველას. 2. ქორწინება – მაიმუნის წელში, როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, არაერთი ოჯახი შეიქმნება, თანაც სპონტანურად და დაუგეგმავად. მაიმუნს ხომ სიურპრიზები უყვარს. ახალდაქორწინებულებს შორის ერთობლივი ცხოვრების მანძილზე ხშირი იქნება კონფლიქტები და ურთიერთობების ხმაურიანი გარჩევა, თუმცა განქორწინებამდე საქმე იშვიათად მივა. სამაგიეროდ, ამ წელს შექმნილ ოჯახებში რუტინა ნამდვილად არ დაისადგურებს. 3. ორსულობა-მშობიარობა – საუკეთესო წელიწადი დგება ორსულობის დასაგეგმად. ამ წელს დაბადებულ პატარებს შორის გამჭრიახი, მრავალმხრივად ნიჭიერი და ორიგინალური აზროვნების მქონე ბავშვები ჭარბობენ. თავად ორსულობა კი ძირითადად უპრობლემოდ მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაიმუნის წელში მნიშვნელოვნად დაბალია თანდაყოლილი ნაკლით ან გენეტიკური პრობლემებით დაბადებული პატარების დაბადების ალბათობა.

Leave a Reply