სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა

ბაკურიანში, მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. ზვავის ჩამოწოლის დროს დიაკონაშვილი თხილამურებით სრიალებდა, თუმცა ის სათხილამურო ტრასებიდან მოშორებით, გაუკვალავ თოვლში იმყოფებოდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.108b3aa14608efeff492e81cc5109a3f

Leave a Reply