ძირითადი ცნებები – მოხალისე, მოხალისეობა, სამოქალაქო საზოგადოება

volunteersმოხალისეს შეუძლია ყველაფრის გაკეთება. ყველა ადამიანს შეუძლია იყოს მოხალისე, თუკი მას ამ როლის შესრულება სურს. მოხალისეობის გარეშე არ იარსებებს სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამიტომ არის შეუძლებელი და უფრო მეტიც, უსარგებლო, ზუსტად განვსაზღვროთ სიტყვა ”მოხალისე”. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოხალისე შეიძლება დავახასიათოთ შემდეგი ფრაზებით: – მუშაობს საკუთარი თანხმობის საფუძველზე; – მუშაობს საკუთარი თავისუფალი დროს ხარჯზე; – მუშაობს უსასყიდლოდ (არ იღებს ანაზღაურებას): – მუშაობს საზოგადოებრივი სარგებლისათვის. ბევრ ორგანიზაციაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა ამოცანის შესრულებაში. ზოგგან მათ ”მოხალისეებს” უწოდებენ. რა თქმა უნდა ეს კარგია, მაგრამ ”მოხალისეობის მენეჯმენტის” მოცემული ტრენინგის ფარგლებში, მოხალისეებზე საუბრისას ჩვენ არ შევეხებით შემდეგ პირებს: – ტრენერები; – სტუდენტები; – არასრული სამუშაო დღით მომუშავე პირები; – ზენორმატული სამუშაო დროით მომუშავე პირები; – დამხმარე ოჯახის წევრები. მოხალისეობა არსებობს მოხალისეობის ორი ძირითადი ტიპი: – მოხალისეობრივი აქტივობა ოფიციალური ვალდებულებების გარეშე (გამორიცხავს ეკონომიკურ და იურიდიულ ვალდებულებებს) ასეთი სახის მოხალისეობა არის ბუნებრივი, ტრადიციული აქტივობები,download რომელიც ამა თუ იმ საზოგადოების (თემის) კულტურისა და ურთიერთობების ნაწილს წარმოადგენს. ურთიერთდახმარება საზოგადოებაში, მდგრადობისა და ეფექტურობის უძველეს საფუძველს წარმოადგენს. ასეთი სახის მოხალისეობა უმეტესად არ არის მართული ან იმართება ტრადიციული საზოგადოებრივი ლიდერობით. – ფორმალიზებული (ოფიციალური) მოხალისეობა ასეთი სახის მოხალისეობა დაკავშირებულია ფორმალიზებული სამოქალაქო საზოგადოების (მაგ. არასამთავრობო ორგანიზაციები) საქმიანობასთან. ის მოიცავს მრავალ ქვეტიპს და აქტივობათა დიდ მრავალფეროვნებას, რომლებიც უკვე გარკვეულწილად არის ფორმალიზებული – შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და ჩვეულებრივ, კანონის ძალით. ასეთ ფორმალიზებულ სტრუქტურაში მომუშავე მოხალისეებს გააჩნიათ მოვალეობები და ზოგჯერ ასევე სარგებელიც, რამდენადაც შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული წახალისება (სტიმული) სახელმწიფოს სახელით მოხალისეობის მხრდასაჭერად. ფორმალიზებული მოხალისეობა შესაძლოა გარანტირებული იქნას და ხორციელდებოდეს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული მოხალისეობის პროგრამის/ცენტრის ფარგლებში, როგორც ეს ხდება ჩეხეთის რესპუბლიკაში. ასეთი მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იზრდება პროგრამის პრესტიჟი, მისდამი საზოგადოების ნდობა და სახელმწიფოსაგან დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. სამოქალაქო საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოება შედგება ნებაყოფილობითი სოციალური ურთიერთობების, სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაციებისა და ინსტიტუციებისაგან, რომელებიც საზოგადოების ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენენ. ისინი გარკვეულად განსხვავდებიან სახელმწიფოში არსებული ისეთი სტრქტურებისაგან (განურჩევლად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემისა), როგორიცაა კომერციული საბაზრო სტრუქტურები ან კერძო კრიმინალური ორგანიზაციები, მაგ. მაფია. ერთად – სახელმწიფო, ბაზარი,

სამოქალაქო საზოგადოება – შეადგენს საზოგადოებას. ამ კომპონენტებს შორის არსებული ურთიერთობები განაპირობებს საზოგადოებისა და მისი სტრუქტურების ხასიათს. დემოკრატიულ საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოება (ასევე უწოდებენ ”მესამე სექტორს” ან ”არამომგებიან სექტორს”) მიმართულია მოქალაქეთა ჯგუფების კონკრეტულ სურვილებსა და საჭიროებებზე (შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირები, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე პირები, განსხვავებული კულტურული საჭიროებების მქონე პირები და სხვა მრავალი). სამოქალაქო/არამომგებიანი ორგანიზაციის ან ”ქველმოქმედების” ფუნდამენტურ პრინციპი: მათ მიზანს არ წარმოადგენს მოგების მიღება, რაც გამოხატულია მათსავე მისიასა და ხედვაში; ხოლო მოგმგებიანი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ხმარდება ორგანიზაციის მიერ საჯაროდ გაცხადებულ საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (სსო) ეფექტურად მუშაობენ საზოგადოებაში (თემში) არსებული იმ სპეციფიკური საკითხებისა და პრობლემების დაძლევაზე, რომელთა გადაჭრა არ ხდება სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის მიერ. ასეთ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზა უფრო იაფია და პროფესიონალური. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ახერხებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტივობების/მომსახურების იაფად და მაღალი ხარისხით განხორციელებას, არის მოხალისეთა ჩართულობა. ზოგადად, მოხალისეების მუშაობა დიდად ამცირებს ხარჯებს. სწორედ ეს უკანასკნელი არის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი მოხალისეობის განვითარებისათვის

 

Leave a Reply